https://sputnik-georgia.com/20250513/deputati-9-maiss-umravlesoba-gamarjvebis-dges-agnishnavs-da-ara-evropis-dges-293350247.html
დეპუტატი: 9 მაისს მოსახლეობის უმრავლესობა გამარჯვების დღეს აღნიშნავს და არა ევროპის დღეს
დეპუტატი: 9 მაისს მოსახლეობის უმრავლესობა გამარჯვების დღეს აღნიშნავს და არა ევროპის დღეს
Sputnik საქართველო
წელს საქართველოს ხელისუფლება ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია იმ მოტივით, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ პროტოკოლის... 13.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-13T19:39+0400
2025-05-13T19:39+0400
2025-05-13T19:39+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044488_0:120:1280:841_1920x0_80_0_0_184a07793f2a7046f5d34d1492a08928.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. 9 მაისს ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ხოლო მცირე ნაწილმა ევროპის დღე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.ევროპის დღე არის ყოველწლიური ერთობის დღესასწაული ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს წევრ ქვეყნებში. არსებობს ევროპის ორი სხვადასხვა დღე, რომელიც აღინიშნება 5 და 9 მაისს. გარდა ამისა, 9 მაისს საქართველო ტრადიციულად აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.ქვეყანაში წლების განმავლობაში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არაერთხელ წამოაყენეს ინიციატივა, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნა 8 მაისს გადაეტანათ, ისევე როგორც ეს ბევრ ევროპულ ქვეყანაშია. ამ ინიციატივას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია. ვიცე-სპიკერის თქმით, ეს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ ისტორიის გადაწერის მორიგი მცდელობაა.„9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სამწუხაროდ, სწორედ ევროპის წიაღში იშვა ეს დიდი ბოროტება და საბედნიეროდ, საქართველო მაშინაც ებრძოდა ყველაფერ არასწორს, ისევე, როგორც დღეს“, - განაცხადა წილოსანმა.„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ოპოზიციის“ ქვეშ ხელისუფლება გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე პარტიებს. ყველა ეს პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მოხვდა პარლამენტში, მაგრამ მათ უარი თქვეს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.როგორც ვიცე-სპიკერმა განაცხადა, „სადაც და ვისთანაც არ უნდა მოიკიდოს ფეხი ფაშიზმმა, საქართველოში ის ვერ დაისადგურებს".9 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს და მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ დასწრებიან ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რომლებიც 9 მაისს, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ თბილისში გაიმართა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დაირღვა პროტოკოლის სტანდარტები, საელჩოებს მთავრობისთვის მოსაწვევები უნდა გაეგზავნათ. რადგან ეს არ მოხდა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა შესაბამისად გადაწყვიტეს, ღონისძიებას არ დასწრებოდნენ.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044488_135:101:1139:854_1920x0_80_0_0_98bd5d8b47d53fd8307cc1571fc71047.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
დეპუტატი: 9 მაისს მოსახლეობის უმრავლესობა გამარჯვების დღეს აღნიშნავს და არა ევროპის დღეს
წელს საქართველოს ხელისუფლება ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია იმ მოტივით, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ პროტოკოლის სტანდარტები დაარღვია.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. 9 მაისს ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ხოლო მცირე ნაწილმა ევროპის დღე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
ევროპის დღე არის ყოველწლიური ერთობის დღესასწაული ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს წევრ ქვეყნებში. არსებობს ევროპის ორი სხვადასხვა დღე, რომელიც აღინიშნება 5 და 9 მაისს. გარდა ამისა, 9 მაისს საქართველო ტრადიციულად აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
ქვეყანაში წლების განმავლობაში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არაერთხელ წამოაყენეს ინიციატივა, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნა 8 მაისს გადაეტანათ, ისევე როგორც ეს ბევრ ევროპულ ქვეყანაშია. ამ ინიციატივას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია.
„წელს, 9 მაისს ვნახეთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც აღნიშნავდა ჩვენს დიდ გამარჯვებას ფაშისტურ გერმანიაზე და მეორე პატარა ნაწილი, ევროპის დღის აღნიშვნით გართულ-დაკავებული", - განაცხადა წილოსანმა.
ვიცე-სპიკერის თქმით, ეს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ ისტორიის გადაწერის მორიგი მცდელობაა.
„9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სამწუხაროდ, სწორედ ევროპის წიაღში იშვა ეს დიდი ბოროტება და საბედნიეროდ, საქართველო მაშინაც ებრძოდა ყველაფერ არასწორს, ისევე, როგორც დღეს“, - განაცხადა წილოსანმა.
„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ოპოზიციის“ ქვეშ ხელისუფლება გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე პარტიებს. ყველა ეს პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მოხვდა პარლამენტში, მაგრამ მათ უარი თქვეს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.
როგორც ვიცე-სპიკერმა განაცხადა, „სადაც და ვისთანაც არ უნდა მოიკიდოს ფეხი ფაშიზმმა, საქართველოში ის ვერ დაისადგურებს".
9 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს და მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ დასწრებიან ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რომლებიც 9 მაისს, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ თბილისში გაიმართა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დაირღვა პროტოკოლის სტანდარტები, საელჩოებს მთავრობისთვის მოსაწვევები უნდა გაეგზავნათ. რადგან ეს არ მოხდა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა შესაბამისად გადაწყვიტეს, ღონისძიებას არ დასწრებოდნენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.