„რატის ბარში“ მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2025
გამოწერა
მკვლელობა თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში 11 მაისის გამთენიისას მოხდა.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. თბილისში, „რატის ბარში“ 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“ ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს.
უწყების ცნობით, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორე პირს - დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარედგინა.
ერთ პირს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე ბრალდებულს კი ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც 3 დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს
ყველა ახალი ამბავი
0