კახეთში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

© video: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2025
გამოწერა
ახმეტაში თანასოფლელებს შორის სუფრასთან დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა.
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. კახეთის რეგიონში 40 წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ე.წ. წყაროების ტერიტორიაზე 11 მაისის ღამით მოხდა. მოკლულიც და სავარაუდო მკვლელიც სოფელ ქისტაურის მკვიდრნი არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია თავად მკვლელობაში ეჭვმიტანილიც, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
ადგილობრივების თქმით, თანასოფლელებს შორის კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.
„მიმდინარე წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯ.კ.-მ, სანადირო თოფიდან გასროლით, ფეხის არეში დაჭრა რ.ლ., რის შემდგომაც ბრალდებულმა რ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ჯ.კ.-ს", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0