ევროპის თასის გათამაშება: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 24 მედალი მოიპოვა

© photo: Sputnik / Stringerძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2025
გამოწერა
გორის ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. გორში გამართულ ევროპის თასის გათამაშებაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა 24 მედლით დაასრულა, ნათქვამია საქართველოს სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტურნირის ორივე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჯამში 24 მედალი მოიპოვა - ხუთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და 15 ბრინჯაოს.
სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ჩემპიონობა გიორგი იანტბელიძემ (-73 კგ), ნონა კვარაცხელიამ (+78 კგ), ალექსანდრე ლოლაძემ (-81 კგ), ნიკოლოზ დავლაძემ (-90 კგ) და შალვა გურეშიძემ (+100 კგ) იზეიმეს.
ვიცე-ჩემპიონები თამარ გიგოლაევი (-48 კგ), იპოლიტე აქუბარდია (-66კგ), გიორგი ხმალაძე (-100კგ) და საბა ქარდავა (+100 კგ) გახდნენ.
ბრინჯაოს მედალს კი მარიამ წურწუმია (-48 კგ), ნინო თათრიშვილი (-52 კგ), მარიამ ბენდელიანი (-52 კგ), სოფიო ბედოშვილი (-57 კგ), თამარ გამიაშვილი (-57 კგ), მათე გოგობერიშვილი (-60კგ), ხვიჩა გაფრინდაშვილი (-66 კგ), საბა საბაშვილი (-66 კგ), ქეთი რობაქიძე (-70 კგ), დალი მაზანაშვილი (-70 კგ), მათე ბერუაშვილი (-73 კგ), ვაჟა ავაზნელი (-81 კგ), ზურაბ ჩაგელიშვილი (-81 კგ), მიხეილ ჯაფარიძე (-100 კგ) და გაბო მუკბანიანი (+100 კგ) დასჯერდნენ.
გორის ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0