ფარულად ემზადებიან: „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი არჩევნებისთვის ოპოზიციის გეგმა გაშიფრა

© photo: Sputnik / Stringerსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2025
გამოწერა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება.
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე გაიმართება, ფარულად ემზადება, თუმცა აგრძელებს ამომრჩევლის მოტყუებას და გარედან ინსტრუქციებს ელოდება, დარწმუნებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
2025 წლის 4 ოქტომბერს 64 ქალაქსა და რაიონში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე დაიწყება.
წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე 3 თვით ადრე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოსაზრებები საბოლოოდ გაიყო: ზოგიერთი პარტია ბოიკოტისთვის მზად არ არის. მმართველი პარტია კი ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„პარტიები ნამდვილად ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ეს უბრალოდ ცარიელი სიტყვები არ არის, ჩაშლილი აქვთ კონკრეტული დავალებები და რეგიონულ წარმომადგენლობებს აძლიერებენ. მათი მხრიდან არსებობს ყველანაირი ის ნიშანი, რაც ახასიათებს პარტიას, როცა არჩევნებში მონაწილეობას იღებს", - განაცხადა მმართველი პარტიის წევრმა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ამის თაობაზე საჯაროდ არ საუბრობენ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.
„თუ ისინი დღეს ღიად გამოაცხადებენ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ ხაზი გადაუსვან ყველაფერს, რასაც აქამდე აკეთებდნენ... იქნებ ერთხელ და სამუდამოდ დემოკრატიულ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ და ჩუმად, მაგრამ მაინც ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის", - განაცხადა დეპუტატმა.
როგორც ჩანს, მათ აქვთ რაღაც მოლოდინი, რომ ამას გარკვეული მოულოდნელობის ეფექტი ექნება საზოგადოებაზე ან ხელისუფლებაზე. მსგავსი საქციელი ღიმილის მომგვრელი და ბავშვურია, აღნიშნა მახაშვილმა.
„ამას სჯობს, თამამად და პირდაპირ განაცხადონ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და პროცესში ისე შემოვიდნენ, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიას ეკადრება“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ამასთან, მმართველი პარტია უკვე ემზადება მეათე, საიუბილეო გამარჯვებისთვის.
„უახლოეს კვირაში დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, შემოვივლით ყველა რეგიონს. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს ყველა 64 მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოებში პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კი საჭიროა ხმების უმრავლესობის მიღება.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის და საქართველოსთვის.
ამასთან, ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტი არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დარჩენილმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი ვერ მოიპოვცეს , ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერა. მათ შორის არის პარტია ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი, რომელმაც ერთადერთმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
ყველა ახალი ამბავი
0