https://sputnik-georgia.com/20250511/ramdeni-bina-gaikida-tbilisshi-martis-tveshi-293322837.html
რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - მარტის მონაცემები
რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - მარტის მონაცემები
Sputnik საქართველო
ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 4,2%-ით, ძველი ბინების კი 15,5%-ით შემცირდა. 11.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-11T10:00+0400
2025-05-11T10:00+0400
2025-05-11T10:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:63:960:603_1920x0_80_0_0_48b8fc3aa23b19a17c11165ab287d895.jpg
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. 2025 წლის მარტში თბილისში ბინის შეძენაზე მოთხოვნა 2024 წლის მარტთან შედარებით 1,5%-ით შემცირდა - გაიყიდა 3,1 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ის ბაზრის მიმოხილვაში.მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 16,7%-ით და 243 მლნ დოლარი შეადგინა.გარდა ამისა, ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 4,2%-ით, ძველი ბინების კი 15,5%-ით შემცირდა.საანგარიშო პერიოდში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ცენტრთან ახლოს 27,7%-ით, ცენტრში - 21%, გარეუბნებში კი 7,3%-ით. 1 კვადრატული მეტრი ფართობის ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 1.226 დოლარი.ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი კი 11,6%-ით გაიზარდა გარეუბანში და 10,2%-ით - ქალაქის ცენტრში. ცენტრთან ახლოს კი 0,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა - 1 კვადრატული მეტრი ფართობის ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 1.210 დოლარი.კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს თბილისში ბინის შეძენაზე მოთხოვნა 2023 წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა - გაიყიდა 41,3 ათასი ბინა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 12%-ით და 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:80:960:800_1920x0_80_0_0_b7c9211158598e0298b7251eb8180980.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, ახალი ამბები
რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - მარტის მონაცემები
ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 4,2%-ით, ძველი ბინების კი 15,5%-ით შემცირდა.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. 2025 წლის მარტში თბილისში ბინის შეძენაზე მოთხოვნა 2024 წლის მარტთან შედარებით 1,5%-ით შემცირდა - გაიყიდა 3,1 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ის ბაზრის მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 16,7%-ით და 243 მლნ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 4,2%-ით, ძველი ბინების კი 15,5%-ით შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ცენტრთან ახლოს 27,7%-ით, ცენტრში - 21%, გარეუბნებში კი 7,3%-ით. 1 კვადრატული მეტრი ფართობის ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 1.226 დოლარი.
ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი კი 11,6%-ით გაიზარდა გარეუბანში და 10,2%-ით - ქალაქის ცენტრში. ცენტრთან ახლოს კი 0,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა - 1 კვადრატული მეტრი ფართობის ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 1.210 დოლარი.
კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს თბილისში ბინის შეძენაზე მოთხოვნა 2023 წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა - გაიყიდა 41,3 ათასი ბინა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 12%-ით და 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა.