https://sputnik-georgia.com/20250511/papuashvili-ungretshi-vizitit-gaemgzavra-293329621.html
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. 11.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-11T18:45+0400
2025-05-11T18:45+0400
2025-05-11T18:45+0400
საქართველო
უნგრეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589112_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_dc92666a69f219be9cbc89b8fde9c385.jpg
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური. ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში. უნგრეთის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, არიან. ვიზიტი 12 მაისს დასრულდება. საქართველო და უნგრეთისაქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს რომ ბრიუსელმა რაიმე არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589112_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_a6bff73912aad466c50525fe5a7a8af6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა
პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში.
„ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულ ორივე სესიაზე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა”, -აღნიშნულია განცხადებაში.
უნგრეთის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, არიან. ვიზიტი 12 მაისს დასრულდება.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს რომ ბრიუსელმა რაიმე არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.