მთაწმინდის პარკმა „ახალი ღვინის ფესტივალს“უმასპინძლა

© photo: Sputnik / Stringerღვინის ფესტივალი
ღვინის ფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2025
გამოწერა
ფესტივალს, ტრადიციულად, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები და მოყვარულები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი“ (New Wine Festival 2025) გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.
წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 170-მდე როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდი ღვინის კომპანიების 2024 წლის მოსავლის ღვინოები - ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო.
სახელწიფო პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უკვე მეორე წელია ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ 2010 წლიდან „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით ტარდება და მისი არეალი წლიდან წლამდე ფართოვდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და სტუმრებს თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს სთავაზობენ.
ყველა ახალი ამბავი
0