https://sputnik-georgia.com/20250511/batumshi-stiqiis-salikvidacio-samushaoebi-dasrulebulia-293329495.html
ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია
ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია
Sputnik საქართველო
ბათუმში ძლიერმა ქარმა ქალაქში პრობლემები შექმნა და მოსახლეობა დააზარალა. 11.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-11T17:17+0400
2025-05-11T17:17+0400
2025-05-11T18:39+0400
საქართველო
ბათუმი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/0b/293329013_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_d3484ec919cec36574c8e5199ad4f95f.jpg
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად შექმნილი ყველა გამოწვევა ამ ეტაპზე დაძლეულია, განაცხადა ბათუმის ვიცე-მერმა ნუკრი დეკანაძემ. ბათუმს სტიქია 10 მაისის საღამოს დაატყდა თავს. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, შეფერხებით მუშაობდა საერთაშორისო აეროპორტი. ლითონის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული. ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, სტიქიის შედეგად დაზიანდა კერძო მფლობელობაში არსებული ავტომობილები.ვიცე-მერის თქმით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის მანძილზე ტარდებოდა და ამ დროისთვის უკვე დასრულებულია - ქალაქი მოსახლეობას სრულად აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება.შეფერხების მიუხედავად, ბათუმის აეროპორტმა შაბათს დაგეგმილ ყველა რეისი მიიღო.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/0b/293329013_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_4bb5c673edc1e23317272fc8645f3537.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბათუმი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ბათუმი , საზოგადოება, ახალი ამბები
ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია
17:17 11.05.2025 (განახლებულია: 18:39 11.05.2025) ბათუმში ძლიერმა ქარმა ქალაქში პრობლემები შექმნა და მოსახლეობა დააზარალა.
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად შექმნილი ყველა გამოწვევა ამ ეტაპზე დაძლეულია, განაცხადა ბათუმის ვიცე-მერმა ნუკრი დეკანაძემ.
ბათუმს სტიქია 10 მაისის საღამოს დაატყდა თავს. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, შეფერხებით მუშაობდა საერთაშორისო აეროპორტი. ლითონის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული. ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, სტიქიის შედეგად დაზიანდა კერძო მფლობელობაში არსებული ავტომობილები.
„ამ ეტაპისთვის ყველა გამოწვევა დაძლეულია და ნორმალური სიტუაციაა ქალაქში. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ცალკეული დაზიანებების ლიკვიდაციის დასრულების სამუშაოები. პრობლემა იყო ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც დროულად აღმოიფხვრა”, -განაცხადა დეკანაძემ.
ვიცე-მერის თქმით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის მანძილზე ტარდებოდა და ამ დროისთვის უკვე დასრულებულია - ქალაქი მოსახლეობას სრულად აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება.
შეფერხების მიუხედავად, ბათუმის აეროპორტმა შაბათს დაგეგმილ ყველა რეისი მიიღო.