https://sputnik-georgia.com/20250511/batumshi-qaris-shedgad-2-adamiani-dashavda-293326797.html
ბათუმში სტიქიის შედეგად ორი პირი დაშავდა
ბათუმში სტიქიის შედეგად ორი პირი დაშავდა
Sputnik საქართველო
ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. 11.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-11T10:52+0400
2025-05-11T10:52+0400
2025-05-11T10:52+0400
საქართველო
ბათუმი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/0b/293326333_0:1:1024:577_1920x0_80_0_0_67d8a0b39b1d983309b6a853e4346553.jpg
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ძლიერი ქარის გამო ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, დაშავდა ორი ადამიანი, იუწყება ბათუმის მერია. შემთქვევის შედეგად დაშავდა ქალი და მამაკაცი. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს - მამაკაცს კოჭის ორივე ძვლის, მალისა და ბეჭის მოტეხილობა აღენიშნება, ქალს კი მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული. „გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, -აღნიშნულია ბათუმიის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. როგორც მერიაში განაცხადეს, შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, მთელი ღამის მანძილზე ახორციელებდნენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოხდა. „ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს”, -ნათქვამია უწების განცხადებაში. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, მერიის ცნობით, ამ დროისთვის ყველა ავიარეისი შესრულებულია.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/0b/293326333_166:0:935:577_1920x0_80_0_0_5728b51547ca6eaf8d1058493ef11dea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბათუმი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ბათუმი , საზოგადოება, ახალი ამბები
ბათუმში სტიქიის შედეგად ორი პირი დაშავდა
ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა.
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ძლიერი ქარის გამო ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, დაშავდა ორი ადამიანი, იუწყება ბათუმის მერია.
შემთქვევის შედეგად დაშავდა ქალი და მამაკაცი. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს - მამაკაცს კოჭის ორივე ძვლის, მალისა და ბეჭის მოტეხილობა აღენიშნება, ქალს კი მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული.
„გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, -აღნიშნულია ბათუმიის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები.
როგორც მერიაში განაცხადეს, შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, მთელი ღამის მანძილზე ახორციელებდნენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოხდა.
„ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს”, -ნათქვამია უწების განცხადებაში.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, მერიის ცნობით, ამ დროისთვის ყველა ავიარეისი შესრულებულია.