ყველაფერი ხელისუფლების სცენარით მიმდინარეობს: ხვიჩია ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე

© photo: Sputnik / Stringerიაგო ხვიჩია
იაგო ხვიჩია - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2025
გამოწერა
ამ დროისთვის უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში.
თბილისი, 10 მაისი - Sputnik. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე ამ დრომდე საუბარი და ამ თემის ირგვლივ დაუსრულებელი პოლემიკა ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მიმდინარეობს ხელისუფლების სცენარით, განაცხადა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
2025 წლის 4 ოქტომბერს 64 ქალაქში და რაიონში ადგილობრივი საკონსულტაციო ორგანოების (საკრებულოს) მერებისა და მოადგილეების არჩევნები გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
„ერთი პოლიტიკური პარტია ამბობს რომ არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობასო, მეორე ამბობს ლეგიტიმაციას არ მივცემო, თუმცა, არ აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას. მესამე რეგიონში ოფისებს ხსნის. მგონია, რომ ამ „დურდომში" „ქართული ოცნება“ ფულს გადაიხდიდა. ველოდებით, სადამდე მივა ეს პროცესი“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, ჯერჯერობით, საზოგადოებას დადასტურება არცერთი პარტიისგან არ მოუსმენია, თუმცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ რეგიონულ ოფისებში მზადება დაწყებულია და შესაძლებელია, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ მიიღოს მონაწილეობა.
„გირჩის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლებისა და მის მიერ მოსყიდული ოპოზიციის შეთანხმებული თამაში, რათა ხელისუფლებას გადააბარონ და აჩუქონ თბილისის მერისა და დიდი ქალაქების არჩევნები.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო პროგრამაზე მხოლოდ „გირჩი“ ფიქრობს და სურთ, რეალურ პრობლემებზე დაიწყონ საუბარი, თუმცა ხედავენ, რომ ამაზე საუბრის დაწყება, მათ გარდა არავის არ უნდა.
„ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა ასეთია: ფიზიკურად მოედანზე დგახარ და მარტო ბურთს კენწლავ, რადგან არავინ არ თამაშობს და სხვასაც არ უთმობენ ადგილს. რომ გავიდნენ და თქვან, ჩვენ დავამთავრეთ პოლიტიკური მოღვაწეობა, წავედით, დაგემშვიდობეთ ხალხო, ამასაც არ ამბობენ “, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ხვიჩიას განცხადებით, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აზიანებს ოპოზიციას და ფიქრობს, რომ ხელისუფლების ინტერესშია, ოპოზიცია დაზიანებული იმიჯით გავიდეს არჩევნებზე.
არჩევნები
ამ დროისთვის უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოებში პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის და საქართველოსთვის.
ამასთან, ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტი არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დარჩენილმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი ვერ მოიპოვცეს , ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერა. მათ შორის არის პარტია ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი, რომელმაც ერთადერთმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
ყველა ახალი ამბავი
0