https://sputnik-georgia.com/20250510/shengelia-ligis-sauketeso-motamashis-titulistvis-ibrzvis-293320607.html
თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის
თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის
Sputnik საქართველო
გამარჯვებულის ვინაობა 21 მაისს გახდება ცნობილი. 10.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-10T14:16+0400
2025-05-10T14:16+0400
2025-05-10T14:16+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272074733_0:617:1242:1316_1920x0_80_0_0_ce29b53198839471ab440172047c3862.jpg
თბილისი, 10 მაისი - Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და იტალიის „ვირტუს ბოლონიას“ ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის სეზონის „საუკეთესო მოთამაშის“ ჯილდოზეა ნომინირებული. ლიგის საუკეთესო მოთამაშეს ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე -legabasket.it მიმდინარე გამოკითხვის შედეგად გამოავლენენ, რომელიც 9 მაისს დაიწყო და 16 მაისს დასრულდება. გამოკითხვაში გამარჯვებულის ვინაობა 21 მაისს გახდება ცნობილი. MVP-ს ტიტულისთვის ხუთი კალათბურთელი იბრძვის: „შენგელია ყოველწლიურად უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. სუპერვარსკვლავის სტატუსის მიუხედავად, ის მუდმივად ცდილობს, უკეთესი გახდეს. სეზონის განმავლობაში ის მონაცვლეობით ასრულებდა როგორც ძირითადი ხუთეულის ლიდერის, ისე სათადარიგოთა სკამიდან შემოსული „საიდუმლო იარაღის“ როლს და ორივე ამპლუაში უშეცდომო იყო“, - ასე დაახასიათა შენგელია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა. ქართველი კალათბურთელი სეზონის მანძილზე საშუალოდ მატჩში მოედანზე 24,8 წუთს ატარებს. მის ანგარიშზე 14,4 ქულა, 5,7 მოხსნა და 2,9 შედეგიანი გადაცემაა. შენგელია „ვირტუს ბოლონიის“ 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ტიტულის მფლობელი კლუბის გულშემატკივრებმა კენჭისყრის გზით დაადგინეს. ამ სეზონში შენგელია რამდენჯერმე გახდა MVP (Movistar MVP).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272074733_195:614:1047:1253_1920x0_80_0_0_619faa39d9c6f9a237432449746b0aa2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის
გამარჯვებულის ვინაობა 21 მაისს გახდება ცნობილი.
თბილისი, 10 მაისი - Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და იტალიის „ვირტუს ბოლონიას“ ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის სეზონის „საუკეთესო მოთამაშის“ ჯილდოზეა ნომინირებული.
ლიგის საუკეთესო მოთამაშეს ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე -legabasket.it მიმდინარე გამოკითხვის შედეგად გამოავლენენ, რომელიც 9 მაისს დაიწყო და 16 მაისს დასრულდება. გამოკითხვაში გამარჯვებულის ვინაობა 21 მაისს გახდება ცნობილი.
MVP-ს ტიტულისთვის ხუთი კალათბურთელი იბრძვის:
თორნიკე შენგელია („ვირტუს ბოლონია“)
ჯასტინ რობინსონი („ტრაპანი“)
„შენგელია ყოველწლიურად უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. სუპერვარსკვლავის სტატუსის მიუხედავად, ის მუდმივად ცდილობს, უკეთესი გახდეს. სეზონის განმავლობაში ის მონაცვლეობით ასრულებდა როგორც ძირითადი ხუთეულის ლიდერის, ისე სათადარიგოთა სკამიდან შემოსული „საიდუმლო იარაღის“ როლს და ორივე ამპლუაში უშეცდომო იყო“, - ასე დაახასიათა შენგელია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა.
ქართველი კალათბურთელი სეზონის მანძილზე საშუალოდ მატჩში მოედანზე 24,8 წუთს ატარებს. მის ანგარიშზე 14,4 ქულა, 5,7 მოხსნა და 2,9 შედეგიანი გადაცემაა.
შენგელია „ვირტუს ბოლონიის“ 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ტიტულის მფლობელი კლუბის გულშემატკივრებმა კენჭისყრის გზით დაადგინეს. ამ სეზონში შენგელია რამდენჯერმე გახდა MVP (Movistar MVP).