თბილისის მოსახლეობის ნაწილი დღეს წყალმომარაგების გარეშე დარჩება

© photo: Sputnik / Евгений Одиноковონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2025
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 10 მაისი - Sputnik. სამგორის და კრწანისის რაიონების მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია 10 მაისს კრწანისი რაიონში, გორგასლის N61-თან და სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3, N319-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 10 მაისს 23:00 საათიდან 11 მაისის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში: გორგასლის N 4-30 (ლუწებს) N 41-81 (კენტებს) (მათ შორის პროკურატურა, ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო); ორთაჭალის N 2-6 (ლუწებს); N 1-5 (კენტებს); გულუას N 10(შსს); გიორგი გურამიშვილის ქუჩებს.
სამგორის რაიონში კი მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლის გამო 10 მაისს 22:00 საათიდან 11 მაისის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვარკეთილი 3, 3 მ/რ-ის N 304 - 319, სუხიშვილის N 12, 35, 45 ქუჩას.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0