„მოწვევა მივიღე": საქართველოს პრემიერი ევროპის პოლიტიკურ სამიტზე გაემგზავრება

© Georgian Dreamირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2025
გამოწერა
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განხილვის მთავარი თემა არის „ახალი ევროპა ახალ მსოფლიოში: ერთობა - თანამშრომლობა - ერთობლივი ქმედება“.
თბილისი, 10 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ალბანეთში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ევროპის პოლიტიკური სამიტი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 16 მაისს გაიმართება. ეს რიგით მეექვსე შეხვედრა იქნება, რომლის თემაც არის „ახალი ევროპა ახალ მსოფლიოში: ერთობა - თანამშრომლობა - ერთობლივი ქმედება“.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, მან ღონისძიებასთან დაკავშირებით მიწვევა მიიღო. მისი თქმით, შესაძლოა, გაიმართოს გარკვეული შეხვედრები კონკრეტულ ლიდერებთან.
„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ არ მოგვითხოვია შეხვედრები. ვისაც ექნება საუბრის სურვილი, ვისაუბრებ აბსოლუტურად ყველასთან. ჩვენ ყველასთან გვინდა საუბარი, თუ მათი მხრიდან იქნება სამართლიანი და ჯანსაღი დამოკიდებულება. ეს არსაუბარი არის საბჭოური დამოკიდებულება, რომელსაც დღეს ავლენს არა საბჭოთა კავშირი, არამედ ევროკავშირი“, - განაცხადა კობახიძემ.
ევროპის პოლიტიკური ლიდერების მე-6 სამიტზე 44 ევროპული ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები შეიკრიბებიან.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. გაერთიანებაში შედის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
ყველა ახალი ამბავი
0