კალათბურთი: საქართველო მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე კალათაშია

© Georgian Basketball Federationკალათბურთის ნაკრები
კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2025
გამოწერა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშს ზედიზედ მეორედ შეეცდება.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე მეოთხე კალათაში მოხვდა.
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა კი 13 მაისს კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვევა.
წილისყრამდე კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიბა) გუნდები გადაანაწილა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხე კალათაში ფინეთის, თურქეთისა და დანია-ხორვატიას წყვილის გამარჯვებულთან ერთად მოხვდა.
პირველი, მეოთხე, მეხუთე და მერვე კალათის გუნდები A, C, E და G ჯგუფებში მოხვდებიან, ხოლო მეორე, მესამე, მეექვსე დე მეშვიდე კალათებიდან B, D, F და H ჯგუფები დაკომპლექტდებიან.
ევროპული შესარჩევი ორ ეტაპად ჩატარდება. ჯერ 32 ნაკრები ოთხგუნდიან 8 ჯგუფად გაიყოფა, საიდანაც მომდევნო ეტაპზე სამ-სამი საუკეთესო გავა და შეიქმნება 4 ექვსგუნდიანი ჯგუფი (I, J, K, L). აქედან სამ-სამი საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.
მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს. მათ შორის იქნება 12 ევროპული ნაკრები.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება კატარს მიანიჭა. ტურნირის ყველა მატჩი ქალაქ დოჰაში გაიმართება. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი 2026 წლის აგვისტოში დაიწყება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშს ზედიზედ მეორედ შეეცდება. ნაკრებმა ისტორიაში პირველად მუნდიალზე 2023 წელს იაპონიაში ითამაშა და პირველი ჯგუფური ეტაპიც წარმატებიც დაძლია.
ყველა ახალი ამბავი
0