https://sputnik-georgia.com/20250510/gldanshi-transportis-gadaadgulebis-marshruti-sheicvala-293321708.html
მერია: გლდანში ავტოტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა
მერია: გლდანში ავტოტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა
Sputnik საქართველო
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. 10.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-10T14:00+0400
2025-05-10T14:00+0400
2025-05-10T14:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 10 მაისი - Sputnik. გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე 10 მაისიდან ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტის შეცლისა და მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გლდანის რაიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. მერიის ცნობით, ქერჩის ქუჩიდან სანდრო ახმეტელის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდა. შესაბამისად, ავტობუსები: N292, N304, N308, N323, N335, N348, N355, N351 და N365, ასევე, მიკროავტობუსები: N486, N512, N517 და N518 მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ქერჩის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ფორე მოსულიშვილის ქუჩის გავლით. თბილისის მერია მოსახლეობას სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. უწყების ცნობით, გლდანის რაიონის გამგეობა სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი შეიცვლება, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. კერძოდ, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე კი საგზაო სამუშაოები ჩატარდება. გარდა ამისა, შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები. გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. სრულად რეაბილიტირდება და განახლდება ამავე ქუჩაზე არსებული სკვერები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მერია: გლდანში ავტოტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია.
თბილისი, 10 მაისი - Sputnik. გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე 10 მაისიდან ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტის შეცლისა და მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გლდანის რაიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია.
მერიის ცნობით, ქერჩის ქუჩიდან სანდრო ახმეტელის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდა.
შესაბამისად, ავტობუსები: N292, N304, N308, N323, N335, N348, N355, N351 და N365, ასევე, მიკროავტობუსები: N486, N512, N517 და N518 მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ქერჩის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ფორე მოსულიშვილის ქუჩის გავლით.
თბილისის მერია მოსახლეობას სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
უწყების ცნობით, გლდანის რაიონის გამგეობა სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.
პირველ ეტაპზე, ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი შეიცვლება, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. კერძოდ, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე კი საგზაო სამუშაოები ჩატარდება.
გარდა ამისა, შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები. გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. სრულად რეაბილიტირდება და განახლდება ამავე ქუჩაზე არსებული სკვერები.