https://sputnik-georgia.com/20250510/eqsperti-qartuli-biznesistvis-rusuli-bazai-upro-momgebiania-293322490.html
ექსპერტი: ქართული ბიზნესისთვის პროდუქციის რუსეთში გაყიდვა ევროკავშირზე უფრო მომგებიანია
ექსპერტი: ქართული ბიზნესისთვის პროდუქციის რუსეთში გაყიდვა ევროკავშირზე უფრო მომგებიანია
Sputnik საქართველო
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთში 129,8 მლნ ლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა. 10.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-10T18:19+0400
2025-05-10T18:19+0400
2025-05-10T18:19+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091684_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_cfdb39dd0dfd980d733c7a3bf7aeef37.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. რუსეთის ბაზარი სიახლოვისა და სწრაფი მოთხოვნის გამო ქართული ბიზნესისთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების ბაზარი, განაცხადა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.2025 წლის პირველ კვარტალში ექსპორტმა 1,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 5,7%-ით მეტია 2024 წლის იანვარი-მარტის მაჩვენებელზე. რუსეთი ქართული პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. ევროკავშირის ქვეყნებზე ექსპორტის მთლიანი მოცულობის 13,5% მოდის. მისი თქმით, რუსეთში ექსპორტი ქართველი მეწარმეებისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ევროკავშირის ბაზარი.„როგორც კი რუსეთში სწრაფი მოთხოვნა ჩნდება, ყველა პროდუქტი იქ მიედინება. პრინციპში, ევროკავშირში ექსპორტისთვის არაფერი რჩება“, - განაცადა ბეჟიტაშვილმა.ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს არ შეუძლია ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ჩვენ არ გვაქვს ის სტანდარტები და მოცულობები, რაც ევროკავშირის ბაზარს სჭირდება, დასძინა ექსპერტმა.მისი თქმით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საექსპორტო პროდუქციის ზრდის ტენდენცია უნდა დაფიქსირებულიყო, თუმცა ამ ზრდას უნდა ახლდეს სექტორული ფოკუსირების გაძლიერება და მისი ქვეყნის შიდა ბაზართან შესაბამისობაში მოყვანა.2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთში 129,8 მლნ ლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა. რუსეთის ფედერაციაში გაყიდული ძირითადი პროდუქიის ცამონათვალშია ალკოჰოლური სასმელი, ღვინო, მინერალური წყლები, ბოსტნეული, ხილი და კარტოფილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091684_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f2209bb1984ea29a2b9d179d1d42385a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
ექსპერტი: ქართული ბიზნესისთვის პროდუქციის რუსეთში გაყიდვა ევროკავშირზე უფრო მომგებიანია
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთში 129,8 მლნ ლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. რუსეთის ბაზარი სიახლოვისა და სწრაფი მოთხოვნის გამო ქართული ბიზნესისთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების ბაზარი, განაცხადა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
2025 წლის პირველ კვარტალში ექსპორტმა 1,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 5,7%-ით მეტია 2024 წლის იანვარი-მარტის მაჩვენებელზე. რუსეთი ქართული პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. ევროკავშირის ქვეყნებზე ექსპორტის მთლიანი მოცულობის 13,5% მოდის.
„რუსეთის ბაზარს ახასიათებს სწრაფი მოთხოვნა და შემდგომში ამ მოთხოვნის მკვეთრი შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ იგი არასტაბილური ბაზარია, ჩვენი მეწარმეები და ექსპორტიორები ხშირად ძალზე მოკლევადიან პერსპექტივაში მუშაობას ამჯობინებენ“, - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთში ექსპორტი ქართველი მეწარმეებისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ევროკავშირის ბაზარი.
„როგორც კი რუსეთში სწრაფი მოთხოვნა ჩნდება, ყველა პროდუქტი იქ მიედინება. პრინციპში, ევროკავშირში ექსპორტისთვის არაფერი რჩება“, - განაცადა ბეჟიტაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს არ შეუძლია ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ჩვენ არ გვაქვს ის სტანდარტები და მოცულობები, რაც ევროკავშირის ბაზარს სჭირდება, დასძინა ექსპერტმა.
მისი თქმით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საექსპორტო პროდუქციის ზრდის ტენდენცია უნდა დაფიქსირებულიყო, თუმცა ამ ზრდას უნდა ახლდეს სექტორული ფოკუსირების გაძლიერება და მისი ქვეყნის შიდა ბაზართან შესაბამისობაში მოყვანა.
„ევროპული ქვეყნების სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ჩვენი პროდუქცია უნდა ყოფილიყო იმ ხარისხის, რა მოთხოვნებიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს. სამწუხაროდ, სათანადო შესაბამისობის მიღწევა ვერ მოხერხდა, ამიტომ ტენდენციამ კლება დაიწყო“, - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთში 129,8 მლნ ლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა. რუსეთის ფედერაციაში გაყიდული ძირითადი პროდუქიის ცამონათვალშია ალკოჰოლური სასმელი, ღვინო, მინერალური წყლები, ბოსტნეული, ხილი და კარტოფილი.