https://sputnik-georgia.com/20250510/archevnebi-2025-ra-xdeba-opoziciashi-293324507.html
არჩევნები 2025: რა ხდება ოპოზიციაში
არჩევნები 2025: რა ხდება ოპოზიციაში
Sputnik საქართველო
2025 წლის 4 ოქტომბერს 64 ქალაქსა და რაიონში მერებისა და ადგილობრივი სათათბირო ორგანოების (საკრებულოს) დეპუტატების არჩევნები გაიმართება. 10.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-10T18:53+0400
2025-05-10T18:53+0400
2025-05-10T18:53+0400
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283489371_0:182:3315:2047_1920x0_80_0_0_1d56e46ead7207f8d4eed43510ec75f3.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე 3 თვით ადრე ოპოზიციის მოსაზრებები საბოლოოდ გაიყო: ზოგიერთი პარტია ბოიკოტისთვის მზად არ არის.2025 წლის 4 ოქტომბერს 64 ქალაქსა და რაიონში მერებისა და ადგილობრივი სათათბირო ორგანოების (საკრებულოს) დეპუტატების არჩევნები გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე დაიწყება.ამასთან, კოალიცია „ცვლილებებისთვის" კატეგორიულად არ ეთანხმება არჩევნებში მონაწილეობას.„კოალიცია „ცვლილებებისთვის“ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ ახალ საპარლამენტო ან მუნიციპალურ არჩევნებში“, - განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა თენგიზ თევზაძემ.რაც შეეხება პარტია „ლელო საქართველოსთვის“, იგი მესამე სცენარს განიხილავს. „ჩვენ შეგვიძლია სერიოზულად განვიხილოთ არჩევნებში მონაწილეობა, თუ გვექნება გარკვეული გარანტიები, რომ არჩევნებთან ერთად ჩატარდება პლებისციტი“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.პლებისციტის ჩატარების შესაძლებლობაზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პასუხს გასცემენ კონკრეტულ კითხვას: „სურთ თუ არა ხელახალი არჩევნები საქართველოში“, როგორც პრობლემის გადაჭრის გზა და კრიზისიდან გამოსვლის დასაწყისი, საუბრობენ ექსპერტები.პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩში“ კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა მხოლოდ ხელისუფლების არის სარგებლის მომტანი.„თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე ამ დრომდე საუბარი და ამ თემის ირგვლივ დაუსრულებელი პოლემიკა ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მიმდინარეობს ხელისუფლების სცენარით", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში.არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოებში პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კი საჭიროა ხმების უმრავლესობის მიღება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის და საქართველოსთვის.ამასთან, ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტი არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად დატოვეს.დარჩენილმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი ვერ მოიპოვცეს , ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერა. მათ შორის არის პარტია ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი, რომელმაც ერთადერთმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს ცალკეულ მუნიციპალიტეტშიაღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283489371_440:0:3169:2047_1920x0_80_0_0_382f532569865a6719f15718e5066af3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
არჩევნები 2025: რა ხდება ოპოზიციაში
2025 წლის 4 ოქტომბერს 64 ქალაქსა და რაიონში მერებისა და ადგილობრივი სათათბირო ორგანოების (საკრებულოს) დეპუტატების არჩევნები გაიმართება.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე 3 თვით ადრე ოპოზიციის მოსაზრებები საბოლოოდ გაიყო: ზოგიერთი პარტია ბოიკოტისთვის მზად არ არის.
2025 წლის 4 ოქტომბერს 64 ქალაქსა და რაიონში მერებისა და ადგილობრივი სათათბირო ორგანოების (საკრებულოს) დეპუტატების არჩევნები გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე დაიწყება.
„ჩვენ ყველა არჩევნებისთვის ვემზადებით. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ან როდის იქნება იგი. პოლიტიკური პარტია ამისთვის ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, იქნება ეს მუნიციპალური, ვადამდელი საპარლამენტო თუ სხვა ნებისმიერი არჩევნები. ზოგიერთი ძალიან ნერვიულობს იმის გამო, რომ თურმე ჩვენ ვემზადებით. რა თქმა უნდა, ვემზადებით“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ვიკა ფილფანმა.
ამასთან, კოალიცია „ცვლილებებისთვის" კატეგორიულად არ ეთანხმება არჩევნებში მონაწილეობას.
„კოალიცია „ცვლილებებისთვის“ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ ახალ საპარლამენტო ან მუნიციპალურ არჩევნებში“, - განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა თენგიზ თევზაძემ.
რაც შეეხება პარტია „ლელო საქართველოსთვის“, იგი მესამე სცენარს განიხილავს.
„ჩვენ შეგვიძლია სერიოზულად განვიხილოთ არჩევნებში მონაწილეობა, თუ გვექნება გარკვეული გარანტიები, რომ არჩევნებთან ერთად ჩატარდება პლებისციტი“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
პლებისციტის ჩატარების შესაძლებლობაზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პასუხს გასცემენ კონკრეტულ კითხვას: „სურთ თუ არა ხელახალი არჩევნები საქართველოში“, როგორც პრობლემის გადაჭრის გზა და კრიზისიდან გამოსვლის დასაწყისი, საუბრობენ ექსპერტები.
„ამ სიტუაციაში პლებისციტი იდეალური გამოსავალი იქნებოდა. სავსებით შესაძლებელია, რომ პლებისციტი იყოს ის საკითხი, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდება. თუმცა ამისთვის ოპოზიციას თანამშრომლობის რეჟიმში ყოფნა სჭირდება, რაც უზრუნველყოფს ხმების მაქსიმალურ მობილიზებას ოპოზიციის სასარგებლოდ“, - განაცხადა ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა.
პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩში“ კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა მხოლოდ ხელისუფლების არის სარგებლის მომტანი.
„თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე ამ დრომდე საუბარი და ამ თემის ირგვლივ დაუსრულებელი პოლემიკა ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მიმდინარეობს ხელისუფლების სცენარით", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოებში პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კი საჭიროა ხმების უმრავლესობის მიღება.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის და საქართველოსთვის.
ამასთან, ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტი არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დარჩენილმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი ვერ მოიპოვცეს , ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერა. მათ შორის არის პარტია ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი, რომელმაც ერთადერთმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.