https://sputnik-georgia.com/20250509/yavelashvilma-romis-paps-miuloca-293292589.html
საქართველოს პრეზიდენტმა ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევა მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევა მიულოცა
Sputnik საქართველო
კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. 09.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-09T14:22+0400
2025-05-09T14:22+0400
2025-05-09T14:22+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1b/291898164_0:101:927:622_1920x0_80_0_0_022a02137920dfeb2f19409fff5a1b2f.jpg
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველო აფასებს წმინდა საყდართან ისტორიულ კავშირებს და მოუთმენლად ელის დიალოგის გაგრძელებას, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში. ვატიკანის კონკლავმა ხუთშაბათს, 8 მაისს 267-ე პაპი აირჩია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, რომელიც მას პაპობის პერიოდში ერქმევა. რომის ახალი პაპი ლეო XIV-ედ იწოდება. კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა. რომის ახალი პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეების წინაშე წარდგა და მათ სიტყვით მიმართა.. პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“. რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. პაპი 26 აპრილს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1b/291898164_0:14:927:709_1920x0_80_0_0_8e919be3ca8585372ac460faeb8c87c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევა მიულოცა
კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს.
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველო აფასებს წმინდა საყდართან ისტორიულ კავშირებს და მოუთმენლად ელის დიალოგის გაგრძელებას, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.
ვატიკანის კონკლავმა ხუთშაბათს, 8 მაისს 267-ე პაპი აირჩია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში.
„გულითადად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის ახალ პაპად არჩევას. საქართველო აფასებს წმინდა საყდართან ისტორიულ კავშირებს და მოუთმენლად ელის ურთიერთპატივისცემაზე, მშვიდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ დიალოგის გაგრძელებას", - ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.
რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, რომელიც მას პაპობის პერიოდში ერქმევა. რომის ახალი პაპი ლეო XIV-ედ იწოდება.
კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა.
რომის ახალი პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეების წინაშე წარდგა და მათ სიტყვით მიმართა..
პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. პაპი 26 აპრილს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.