https://sputnik-georgia.com/20250509/sapatriarqo-17-maiss-msvleloba-gaimarteba-293312953.html
საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს მსვლელობა გაიმართება
საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს მსვლელობა გაიმართება
Sputnik საქართველო
გასულ წელს 17 მაისი ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდა. 09.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-09T19:38+0400
2025-05-09T19:38+0400
2025-05-09T19:38+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოებრივი აზრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24420/77/244207749_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_fb114cc77b6c323a44e2e6753d1c3c56.jpg
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რომლის შემდეგ საზეიმო მსვლელობა დაიწყება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს, 13:00 საათზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში 2014 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს - შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24420/77/244207749_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_a11600a2ef3abe348455d9c87c07af79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები
საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს მსვლელობა გაიმართება
გასულ წელს 17 მაისი ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდა.
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რომლის შემდეგ საზეიმო მსვლელობა დაიწყება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს, 13:00 საათზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.
„ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში 2014 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს - შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.