https://sputnik-georgia.com/20250509/prezidenti-pashizmze-gamarjvebit-axali-istoria-daiwera-293305521.html
პრეზიდენტი: ფაშიზმზე გამარჯვებით ახალი ისტორია დაიწერა
პრეზიდენტი: ფაშიზმზე გამარჯვებით ახალი ისტორია დაიწერა
Sputnik საქართველო
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. 09.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-09T15:00+0400
2025-05-09T15:00+0400
2025-05-09T15:17+0400
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
მეორე მსოფლიო ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/09/293288643_0:0:1281:720_1920x0_80_0_0_5db20dd853fbf759f78620ad420d4815.jpg
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. 9 მაისი არის დღე, როდესაც კაცობრიობამ ფაშიზმზე გამარჯვებით ახალი ისტორია დაწერა, ამ ისტორიის შექმნაში კი ქართველებს დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო.საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. მეხუთე წელია თბილისში ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები 9 მაისს იკრიბებიან არა ვაკის პარკში, როგორც ეს მრავალი წლის მანძილზე ხდებოდა, არამედ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი). ვაკის პარკში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე. დღეისათვის საქართველოში 57 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან 26 - თბილისში.საქართველოს მთავრობის განკარგულებით ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 2 ათასი ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს 100 ლარის ოდენობით ერთჯერადი სოციალური დახმარება გადაეცათ. მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/09/293288643_156:0:1116:720_1920x0_80_0_0_979630aa471359e71368e2c66e32bd48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, მეორე მსოფლიო ომი
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, მეორე მსოფლიო ომი
პრეზიდენტი: ფაშიზმზე გამარჯვებით ახალი ისტორია დაიწერა
15:00 09.05.2025 (განახლებულია: 15:17 09.05.2025) მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა.
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. 9 მაისი არის დღე, როდესაც კაცობრიობამ ფაშიზმზე გამარჯვებით ახალი ისტორია დაწერა, ამ ისტორიის შექმნაში კი ქართველებს დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო.
„დიდ პატივისცემას ვუდასტურებ ჩვენს გმირ ვეტერანებს და ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული თანამემამულეების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაიშურეს თავისუფლებისა და მშვიდობისათვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. მეხუთე წელია თბილისში ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები 9 მაისს იკრიბებიან არა ვაკის პარკში, როგორც ეს მრავალი წლის მანძილზე ხდებოდა, არამედ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი). ვაკის პარკში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისათვის საქართველოში 57 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან 26 - თბილისში.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 2 ათასი ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს 100 ლარის ოდენობით ერთჯერადი სოციალური დახმარება გადაეცათ.
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.