Вечный огонь у памятника Неизвестному солдату - Sputnik საქართველო, 1920
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი

ფაშიზმის დამარცხება მნიშვნელოვანი მოვლენაა - პრემიერმა ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა

© photo: SputnikД9 მაისი - გამარჯვების დღე
Д9 მაისი - გამარჯვების დღე - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2025
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა.
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო.
„პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად, აღინიშნება ეს თარიღი. კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. მეხუთე წელია თბილისში ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები 9 მაისს იკრიბებიან არა ვაკის პარკში, როგორც ეს მრავალი წლის მანძილზე ხდებოდა, არამედ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი). ვაკის პარკში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისათვის საქართველოში 57 ვეტერანი ცხოვრობს, გასულ წელს მათი რიცხვი 66 იყო.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 2 ათასი ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს 100 ლარის ოდენობით ერთჯერადი სოციალური დახმარება გადაეცათ.
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0