https://sputnik-georgia.com/20250509/mariam-shengelia-10-nomrit-gamova-293286396.html
„ევროვიზია 2025": მარიამ შენგელია მეათე რიგითი ნომრით წარდგება
„ევროვიზია 2025": მარიამ შენგელია მეათე რიგითი ნომრით წარდგება
Sputnik საქართველო
„ევროვიზიაზე" საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. საქართველოს წარმომადგენლებმა ორჯერ მოახერხეს ფინალში მეცხრე ადგილის დაკავება: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ... 09.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-09T14:00+0400
2025-05-09T14:00+0400
2025-05-09T14:00+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ევროვიზია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/07/293236466_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_e50b69c0a939467e4d17106b2a31726e.jpg
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2025" საქართელოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია მეორე ნახევარფინალში 15 მაისს მე-10 რიგითი ნომრით წარდგება.მარიამ შენგელია ანსამბლ „ერისიონის“ არტისტებთან ერთად შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა, სადაც 37 ქვეყნის წარმომადგენლები ნახევარფინალური გამოსვლების წინ ბოლო რეპეტიციებს გადიან. პირველი ნახევარფინალი 11 მაისს, ხოლო ფინალი - 17 მაისს გაიმართება.შენგელია შეასრულებს სიმღერას Freedom (თავისუფლება), რომელიც ქეთი გაბისიანმა დაწერა, ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპის რეჟისორი კახა ბუხრაშვილია, კოსტუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის" მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.„ევროვიზია 2025" შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება.გასულ წელს კონკურსში გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა ნემო მეტლერმა (Nemo) სიმღერით The Code — მან 591 ქულა დააგროვა. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელ ნუცა ბუზალაძეს, იგი 21-ე ადგილზე გავიდა.საქართველოსთან ერთად მეორე ნახევარფინალში გამოვლენ: ავსტრია, ლიეტუვა, სომხეთი, მონტენეგრო, საბერძნეთი, ირლანდია, ავსტრალია, ლატვია, ჩეხეთი, ისრაელი, მალტა, ფინეთი, დანია, ლუქსემბურგი და სერბეთი.რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: შვედეთი, უკრაინა, სლოვენია, ისლანდია, ესტონეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი, ალბანეთი, სან მარინო, ბელგია, კვიპროსი, ხორვატია და ნორვეგია.მარიამ შენგელია პირველი არხის ორი პროექტის – "საქართველოს ვარსკვლავისა" და "ვოისის" მონაწილეა. მომღერალი 2020 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო. მაშინ კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა.„ევროვიზიაზე" საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. საქართველოს წარმომადგენლებმა ორჯერ მოახერხეს ფინალში მეცხრე ადგილის დაკავება: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ სიმღერით Shine და 2011 წელს Eldrine-მა სიმღერით One More Day. ეს შედეგი საუკეთესოდ ითვლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/07/293236466_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_ff81d0064c45532764199530af04f997.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ევროვიზია, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ევროვიზია, ახალი ამბები
„ევროვიზია 2025": მარიამ შენგელია მეათე რიგითი ნომრით წარდგება
„ევროვიზიაზე" საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. საქართველოს წარმომადგენლებმა ორჯერ მოახერხეს ფინალში მეცხრე ადგილის დაკავება: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ სიმღერით Shine და 2011 წელს Eldrine-მა სიმღერით One More Day.
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2025" საქართელოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია მეორე ნახევარფინალში 15 მაისს მე-10 რიგითი ნომრით წარდგება.
მარიამ შენგელია ანსამბლ „ერისიონის“ არტისტებთან ერთად შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა, სადაც 37 ქვეყნის წარმომადგენლები ნახევარფინალური გამოსვლების წინ ბოლო რეპეტიციებს გადიან. პირველი ნახევარფინალი 11 მაისს, ხოლო ფინალი - 17 მაისს გაიმართება.
შენგელია შეასრულებს სიმღერას Freedom (თავისუფლება), რომელიც ქეთი გაბისიანმა დაწერა, ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპის რეჟისორი კახა ბუხრაშვილია, კოსტუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის" მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.
„ევროვიზია 2025" შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება.
გასულ წელს კონკურსში გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა ნემო მეტლერმა (Nemo) სიმღერით The Code — მან 591 ქულა დააგროვა. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელ ნუცა ბუზალაძეს, იგი 21-ე ადგილზე გავიდა.
საქართველოსთან ერთად მეორე ნახევარფინალში გამოვლენ: ავსტრია, ლიეტუვა, სომხეთი, მონტენეგრო, საბერძნეთი, ირლანდია, ავსტრალია, ლატვია, ჩეხეთი, ისრაელი, მალტა, ფინეთი, დანია, ლუქსემბურგი და სერბეთი.
რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: შვედეთი, უკრაინა, სლოვენია, ისლანდია, ესტონეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი, ალბანეთი, სან მარინო, ბელგია, კვიპროსი, ხორვატია და ნორვეგია.
მარიამ შენგელია პირველი არხის ორი პროექტის – "საქართველოს ვარსკვლავისა" და "ვოისის" მონაწილეა. მომღერალი 2020 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო. მაშინ კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა.
„ევროვიზიაზე" საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. საქართველოს წარმომადგენლებმა ორჯერ მოახერხეს ფინალში მეცხრე ადგილის დაკავება: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ სიმღერით Shine და 2011 წელს Eldrine-მა სიმღერით One More Day. ეს შედეგი საუკეთესოდ ითვლება.