https://sputnik-georgia.com/20250509/marcxi-ganicada-pashisturma-koaliciam-293314036.html
მარცხი განიცადა ფაშისტურმა კოალიციამ - რცხილაძე დიდ სამამულო ომში გამარჯვებაზე
მარცხი განიცადა ფაშისტურმა კოალიციამ - რცხილაძე დიდ სამამულო ომში გამარჯვებაზე
Sputnik საქართველო
რცხილაძემ მელიტონ ქანთარიას ძეგლი ყვავილებით შეამკო 09.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-09T21:39+0400
2025-05-09T21:39+0400
2025-05-09T21:39+0400
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი
საქართველო
საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/09/293308426_0:0:1281:720_1920x0_80_0_0_b4590f03d6a145676f1eef3e6f7683f5.jpg
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. დიდ სამამულო ომში არა მხოლოდ გერმანიამ, არამედ ფაშისტური სახელმწიფოების კოალიციამაც განიცადა მარცხი, განაცხადა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბააT რცხილაძემ „Sputnik საქართველოსთან“ ინტერვიუში.საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. გამარჯვების დღის აღსანიშნავად, თბილისში ევრაზიის ინსტიტუტის ორგანიზებით მსვლელობა „უკვდავი ჯარი“ გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ კიკვიძის პარკში, მელიტონ ქანთარიას ძეგლთან, რომელმაც ეგოროვთან ერთად 1945 წელს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.რცხილაძემ მელიტონ ქანთარიას ძეგლი ყვავილებით შეამკო და მონუმენტზე ფოტო განათავსა, რომელზეც ქანთარია მიხაილ ეგოროვთან ერთად არის აღბეჭდილი. „ჩვენ ყოველ წელს მოგვაქვს ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ნეუსტროევის ბატალიონი - ქანთარია ეგოროვთან ერთად, რათა ეს ისტორია იყოს სინამდვილე. რათა ხალხმა იცოდეს, რომ ქანთარია იყო ღირსეული მებრძოლი, ჩვენი ხალხის ღირსეული შვილი, ინტერნაციონალისტი და პატრიოტი თავისი სამშობლოსა და საქართველოს, როგორც მისი ისტორიული სამშობლოსა და დიდი სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის, რომელიც მაშინ მსოფლიო ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა“, - აღნიშნა რცხილაძემ.მსვლელობის დაწყების წინ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ ვეტერანებსა და ადგილზე შეკრებილთ წაუკითხა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქართველი ვეტერანებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი მილოცვა.მეხუთე წელია თბილისში ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები 9 მაისს იკრიბებიან არა ვაკის პარკში, როგორც ეს მრავალი წლის მანძილზე ხდებოდა, არამედ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი). ვაკის პარკში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.დღეისათვის საქართველოში 57 ვეტერანი ცხოვრობს, გასულ წელს მათი რიცხვი 66 იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/09/293308426_0:0:961:720_1920x0_80_0_0_2f867c18926ac6b9d00bdd3581b43441.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, მეორე მსოფლიო ომი
საქართველო, საზოგადოება, მეორე მსოფლიო ომი
მარცხი განიცადა ფაშისტურმა კოალიციამ - რცხილაძე დიდ სამამულო ომში გამარჯვებაზე
რცხილაძემ მელიტონ ქანთარიას ძეგლი ყვავილებით შეამკო
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. დიდ სამამულო ომში არა მხოლოდ გერმანიამ, არამედ ფაშისტური სახელმწიფოების კოალიციამაც განიცადა მარცხი, განაცხადა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბააT რცხილაძემ „Sputnik საქართველოსთან“ ინტერვიუში.
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. გამარჯვების დღის აღსანიშნავად, თბილისში ევრაზიის ინსტიტუტის ორგანიზებით მსვლელობა „უკვდავი ჯარი“ გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ კიკვიძის პარკში, მელიტონ ქანთარიას ძეგლთან, რომელმაც ეგოროვთან ერთად 1945 წელს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.
„ეს იყო ფაშისტური კოალიცია. ჩვენ ამ ომში არა მხოლოდ გერმანია დავამარცხეთ, არამედ ფაშისტური სახელმწიფოების კოალიციაც, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ დაირაზმნენ და ფაქტობრივად, საბჭოთა ხალხების წინააღმდეგ გენოციდი ჩაიდინეს. აი, ამის წინააღმდეგი ვიქნებით ყოველთვის და 9 მაისი ყოველთვის სიხარულით აავსებს ჩვენს სულებს“, - განაცხადა რცხილაძემ.
რცხილაძემ მელიტონ ქანთარიას ძეგლი ყვავილებით შეამკო და მონუმენტზე ფოტო განათავსა, რომელზეც ქანთარია მიხაილ ეგოროვთან ერთად არის აღბეჭდილი.
„ჩვენ ყოველ წელს მოგვაქვს ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ნეუსტროევის ბატალიონი - ქანთარია ეგოროვთან ერთად, რათა ეს ისტორია იყოს სინამდვილე. რათა ხალხმა იცოდეს, რომ ქანთარია იყო ღირსეული მებრძოლი, ჩვენი ხალხის ღირსეული შვილი, ინტერნაციონალისტი და პატრიოტი თავისი სამშობლოსა და საქართველოს, როგორც მისი ისტორიული სამშობლოსა და დიდი სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის, რომელიც მაშინ მსოფლიო ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა“, - აღნიშნა რცხილაძემ.
მსვლელობის დაწყების წინ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ ვეტერანებსა და ადგილზე შეკრებილთ წაუკითხა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქართველი ვეტერანებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი მილოცვა.
მეხუთე წელია თბილისში ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები 9 მაისს იკრიბებიან არა ვაკის პარკში, როგორც ეს მრავალი წლის მანძილზე ხდებოდა, არამედ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი). ვაკის პარკში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისათვის საქართველოში 57 ვეტერანი ცხოვრობს, გასულ წელს მათი რიცხვი 66 იყო.