https://sputnik-georgia.com/20250509/konkurenciis-saagentom-or-koncentraciaze-tanxmoba-gasca-293315614.html
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
Sputnik საქართველო
2025 წელს სააგენტომ თანხმობა შვიდ კონცენტრაციაზე გასცა. ამ ეტაპზე სააგენტო ორი კონცენტრაციის საკითხს სწავლობს. 09.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-09T22:00+0400
2025-05-09T22:00+0400
2025-05-09T22:00+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/62/248366290_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_fa22408dcb9efab4ca94e73582959943.jpg
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ბიზნესმენმა გია გორგოშაძემ კომპანია „ბუკას“ 100%-იანი წილის შეიძინა, შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ უძრავი ქონების იჯარით გაცემის ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სააგენტომ ჩაატარა ბაზრის ანალიზი, შეაფასა მისი სტრუქტურა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილები. შედეგად, დადგინდა, რომ განხორციელებული გარიგება მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენდა კონკურენტულ გარემოზე.შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) გაუტოლდა 48,70 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს კომპანიათა ფართო სპექტრი, რომელთა წილებიც საკმაოდ დაბალანსებულია. მცირეა სამიზნე კომპანიის საბაზრო წილიც. კანონის თანახმად, კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) ან გაფართოების შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ამასთან კონცენტრაციაში მონაწილე თუნდაც ერთი კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში კომპანიები მაქსიმუმ 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან.2025 წელს სააგენტომ თანხმობა შვიდ კონცენტრაციაზე გასცა. ამ ეტაპზე სააგენტო ორი კონცენტრაციის საკითხს სწავლობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/62/248366290_375:0:2626:1688_1920x0_80_0_0_d132f097dc4a6dee865599f9621f69f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
2025 წელს სააგენტომ თანხმობა შვიდ კონცენტრაციაზე გასცა. ამ ეტაპზე სააგენტო ორი კონცენტრაციის საკითხს სწავლობს.
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ბიზნესმენმა გია გორგოშაძემ კომპანია „ბუკას“ 100%-იანი წილის შეიძინა, შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ უძრავი ქონების იჯარით გაცემის ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტომ ჩაატარა ბაზრის ანალიზი, შეაფასა მისი სტრუქტურა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილები. შედეგად, დადგინდა, რომ განხორციელებული გარიგება მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენდა კონკურენტულ გარემოზე.
კერძოდ, სააგენტომ დაადგინა, რომ 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების იჯარით გაცემისა და გაქირავების ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას 4.240-მდე სუბიექტი ახორციელებდა. ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 2, 9 მლნ ლარი.
შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) გაუტოლდა 48,70 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს კომპანიათა ფართო სპექტრი, რომელთა წილებიც საკმაოდ დაბალანსებულია.
მცირეა სამიზნე კომპანიის საბაზრო წილიც.
გარდა ამისა, სააგენტომ აღნიშნა, რომ ვინაიდან გია გორგოშაძის მიერ კონტროლირებადი ეკონომიკური აგენტები კონცენტრაციის განხორციელებამდე არ მოქმედებდნენ უძრავი ქონების იჯარით გაცემისა და გაქირავების ბაზარზე, კონცენტრაციის განხორცილების შედეგად ადგილი არ ექნება კონცენტრაციის (HHI) ინდექსის ცვლილებას.
კანონის თანახმად, კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) ან გაფართოების შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ამასთან კონცენტრაციაში მონაწილე თუნდაც ერთი კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში კომპანიები მაქსიმუმ 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან.
2025 წელს სააგენტომ თანხმობა შვიდ კონცენტრაციაზე გასცა. ამ ეტაპზე სააგენტო ორი კონცენტრაციის საკითხს სწავლობს.