https://sputnik-georgia.com/20250509/kobaxidzem-romis-paps-miuloca-293307953.html
ირაკლი კობახიძემ ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევა მიულოცა
ირაკლი კობახიძემ ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევა მიულოცა
Sputnik საქართველო
რობერტ პრევოსტი პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. 09.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-09T19:00+0400
2025-05-09T19:00+0400
2025-05-09T19:00+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208352_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a77bf55653c39e236d9f80375b59658f.jpg
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში. ვატიკანის კონკლავმა ხუთშაბათს, 8 მაისს 267-ე პაპი აირჩია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. „ვუსურვებთ მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში“, – ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში. რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, რომელიც მას პაპობის პერიოდში ერქმევა. რომის ახალი პაპი ლეო XIV-ედ იწოდება. კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა. რომის ახალი პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეების წინაშე წარდგა და მათ სიტყვით მიმართა.. პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“. რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. პაპი 26 აპრილს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208352_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a6b6169fb3abce30ec782ed7cd8de30d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ირაკლი კობახიძემ ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევა მიულოცა
რობერტ პრევოსტი პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში.
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში.
ვატიკანის კონკლავმა ხუთშაბათს, 8 მაისს 267-ე პაპი აირჩია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში.
„ვუსურვებთ მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში“, – ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.
რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, რომელიც მას პაპობის პერიოდში ერქმევა. რომის ახალი პაპი ლეო XIV-ედ იწოდება.
კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა.
რომის ახალი პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეების წინაშე წარდგა და მათ სიტყვით მიმართა..
პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. პაპი 26 აპრილს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.