https://sputnik-georgia.com/20250509/kobaxidze-chvemi-mizani-yvela-municipalitetshi-gamarjvebaa-293295257.html
კობახიძე: ჩვენი მიზანი არჩევნების 64-ვე მუნიციპალიტეტში მოგებაა
კობახიძე: ჩვენი მიზანი არჩევნების 64-ვე მუნიციპალიტეტში მოგებაა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში. 09.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-09T17:00+0400
2025-05-09T17:00+0400
2025-05-09T17:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3216db928669d4fa55f00f78d2a8d305.jpg
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ჩვენი მიზანია, 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. 2025 წლის 4 ოქტომბერს 64 ქალაქში და რაიონში ადგილობრივი საკონსულტაციო ორგანოების (საკრებულოს) მერებისა და მოადგილეების არჩევნები გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება. როგორც კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მმართველმა გუნდმა არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო და პარტია სრულად მობილიზებული იქნება გამარჯვების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით. კობახიძე მიიჩვევს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს და ამ შედეგის მიღწევას ვერაფერი დაუდგება წინ. არჩევნები ამ დროისთვის უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას. საკრებულოებში პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის და საქართველოსთვის. ამასთან, ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტი არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად დატოვეს. დარჩენილმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი ვერ მოიპოვცეს , ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერა. მათ შორის არის პარტია ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი, რომელმაც ერთადერთმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_a1564ea210b5099ed93ce03c23e0b02d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები
კობახიძე: ჩვენი მიზანი არჩევნების 64-ვე მუნიციპალიტეტში მოგებაა
ამ დროისთვის უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში.
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ჩვენი მიზანია, 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2025 წლის 4 ოქტომბერს 64 ქალაქში და რაიონში ადგილობრივი საკონსულტაციო ორგანოების (საკრებულოს) მერებისა და მოადგილეების არჩევნები გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება. როგორც კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მმართველმა გუნდმა არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო და პარტია სრულად მობილიზებული იქნება გამარჯვების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
„თვითმმართველობის არჩევნებში ბუნებრივია, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი. ჩვენი გამარჯვება არის გარდაუვალი. ყველა ხედავთ, როგორია მმართველი პარტიის რეიტინგი და როგორია ოპოზიციური პარტიების რეიტინგები“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე მიიჩვევს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს და ამ შედეგის მიღწევას ვერაფერი დაუდგება წინ.
ამ დროისთვის უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოებში პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის და საქართველოსთვის.
ამასთან, ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტი არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დარჩენილმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი ვერ მოიპოვცეს , ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერა. მათ შორის არის პარტია ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი, რომელმაც ერთადერთმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.