https://sputnik-georgia.com/20250509/evro-2025-nakrebis-tamashebze-biletebis-gakidva-11-maiss-daiwyeba-293250031.html
ევრო 2025: ახალგაზრდული ნაკრების თამაშებზე ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება
ევრო 2025: ახალგაზრდული ნაკრების თამაშებზე ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება
Sputnik საქართველო
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. 09.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-09T12:17+0400
2025-05-09T12:17+0400
2025-05-09T12:17+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23813/14/238131451_1:0:2047:1151_1920x0_80_0_0_4ec1723cc30ed69eebd597b59c7ca61b.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში (U-21) ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას - ფინალური ეტაპის შეხვედრებზე ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება. 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და მას სლოვაკეთი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტრიბუნაზე ბილეთების რეალიზაციას biletebi.ge უზრუნველყოფს. ბილეთების ფასი 12 ევრო (ეკვივალენტი ლარში) იქნება. უმცროსი „ჯვაროსნები“ C ჯგუფის სამ შეხვედრას 11, 14 და 17 ივნისს – პოლონეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ. ეროვნული ნაკრების ფედერაციის ცნობით, თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება. საქართველოს ახალგაზრდულმა 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფში ორი მატჩის ჯამში ხორვატიას სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური გასული წლის ნოემბერში მოიპოვა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23813/14/238131451_256:0:1791:1151_1920x0_80_0_0_4fae0c5ae2f09de902e575e6602298c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ევრო 2025: ახალგაზრდული ნაკრების თამაშებზე ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში (U-21) ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას - ფინალური ეტაპის შეხვედრებზე ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და მას სლოვაკეთი უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტრიბუნაზე ბილეთების რეალიზაციას biletebi.ge უზრუნველყოფს. ბილეთების ფასი 12 ევრო (ეკვივალენტი ლარში) იქნება.
უმცროსი „ჯვაროსნები“ C ჯგუფის სამ შეხვედრას 11, 14 და 17 ივნისს – პოლონეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.
11 ივნისი - 21:00 სთ, ჟილინა, პოლონეთი - საქართველო
14 ივნისი - 21:00 სთ, ჟილინა, საფრანგეთი - საქართველო
17 ივნისი - 18:00 სთ, ტრენჩინი, საქართველო - პორტუგალია
ეროვნული ნაკრების ფედერაციის ცნობით, თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.
საქართველოს ახალგაზრდულმა 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფში ორი მატჩის ჯამში ხორვატიას სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური გასული წლის ნოემბერში მოიპოვა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.