Вечный огонь у памятника Неизвестному солдату - Sputnik საქართველო, 1920
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ძმათა სასაფლაო
მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ძმათა სასაფლაო - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2025
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
მესამე წელია თბილისში ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები 9 მაისს იკრიბებიან არა ვაკის პარკში, როგორც ეს მრავალი წლის მანძილზე ხდებოდა, არამედ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი). ვაკის პარკში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისათვის საქართველოში 57 ვეტერანი ცხოვრობს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 ათასი ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0