https://sputnik-georgia.com/20250508/ziudo-astanis-grand-slemze-9-qartveli-sportsmeni-iasparezebs-293272512.html
ძიუდო: ასტანის გრანდ-სლემზე 9 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ძიუდო: ასტანის გრანდ-სლემზე 9 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
Sputnik საქართველო
2024 წელს ასტანის გრანდ-სლემზე საქართველოდან ცხრა სპორტსმენმა იასპარეზა (შვიდი მამაკაცი და ორი ქალი), თუმცა მედლის მოპოვება ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო. 08.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-08T21:39+0400
2025-05-08T21:39+0400
2025-05-08T21:39+0400
საქართველო
სპორტი
ყაზახეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276142393_0:0:2929:1648_1920x0_80_0_0_3fdd234ebf3247c392cfe6c4e5d49724.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ასტანაში ძიუდოს გრანდ-სლემი, რომელშიც ცხრა ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს, 9-11 მაისს გაიმართება, იუწყება პირველი არხი. ყაზახეთის დედაქალაქში 45 ქვეყნის ჯამში 350-მდე ძიუდოისტი იასპარეზებს, შეჯიბრების წილისყრა უკვე გაიმართა და ქართველი სპორტსმენების პირველი მეტოქეებიც ცნობილია: 60 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე მაზიაშვილი უნგრელ ჩანად ფეჩკოს დაუპირისპირდება. 73 კგ-ში საქართველოს ორი წარმომადგენელი ეყოლება – გიორგი ჩიხელიძე შვეიცარიელ ნილს შტუმპს შეხვდება, მიხეილ ბახბახაშვილი კი ინდონეზიელ დევა პუტრას. 81 კგ-ში ზაურ დვალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით მოასპარეზე რუს ეგორ სუხოპაროვს შეხვდება, ირაკლი ბეროშვილის მეტოქე კი ბრაზილიელი ლუან ალმეიდა იქნება. 90 კგ-ში სოსო ებილაშვილი ფრანგ ალეკსა მიტროვიჩს გაეჯიბრება, ხოლო აკაკი ჯაფარიძე თურქმენ მამედალი აჩილდიევს დაუპირისპირდება. მძიმეწონოსნებში ორი ქართველი იასპარეზებს – ირაკლი დემეტრაშვილი ყაზახ ჟამბილ ტურგინალიევს დაუპირისპირდება, საბა ინანეიშვილის მეტოქე კი ფრანგი ტიმან დიაბი იქნება. 2024 წელს ასტანის გრანდ-სლემზე საქართველოდან ცხრა სპორტსმენმა იასპარეზა (შვიდი მამაკაცი და ორი ქალი), თუმცა მედლის მოპოვება ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276142393_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_646fba947bc972bfb26f16690ee0e8f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ყაზახეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ყაზახეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
ძიუდო: ასტანის გრანდ-სლემზე 9 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
2024 წელს ასტანის გრანდ-სლემზე საქართველოდან ცხრა სპორტსმენმა იასპარეზა (შვიდი მამაკაცი და ორი ქალი), თუმცა მედლის მოპოვება ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ასტანაში ძიუდოს გრანდ-სლემი, რომელშიც ცხრა ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს, 9-11 მაისს გაიმართება, იუწყება პირველი არხი.
ყაზახეთის დედაქალაქში 45 ქვეყნის ჯამში 350-მდე ძიუდოისტი იასპარეზებს, შეჯიბრების წილისყრა უკვე გაიმართა და ქართველი სპორტსმენების პირველი მეტოქეებიც ცნობილია:
60 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე მაზიაშვილი უნგრელ ჩანად ფეჩკოს დაუპირისპირდება.
73 კგ-ში საქართველოს ორი წარმომადგენელი ეყოლება – გიორგი ჩიხელიძე შვეიცარიელ ნილს შტუმპს შეხვდება, მიხეილ ბახბახაშვილი კი ინდონეზიელ დევა პუტრას.
81 კგ-ში ზაურ დვალაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით მოასპარეზე რუს ეგორ სუხოპაროვს შეხვდება, ირაკლი ბეროშვილის მეტოქე კი ბრაზილიელი ლუან ალმეიდა იქნება.
90 კგ-ში სოსო ებილაშვილი ფრანგ ალეკსა მიტროვიჩს გაეჯიბრება, ხოლო აკაკი ჯაფარიძე თურქმენ მამედალი აჩილდიევს დაუპირისპირდება.
მძიმეწონოსნებში ორი ქართველი იასპარეზებს – ირაკლი დემეტრაშვილი ყაზახ ჟამბილ ტურგინალიევს დაუპირისპირდება, საბა ინანეიშვილის მეტოქე კი ფრანგი ტიმან დიაბი იქნება.
2024 წელს ასტანის გრანდ-სლემზე საქართველოდან ცხრა სპორტსმენმა იასპარეზა (შვიდი მამაკაცი და ორი ქალი), თუმცა მედლის მოპოვება ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.