https://sputnik-georgia.com/20250508/wilosani-qartuli-ocneba-archevnebshi-gamarjvebistvis-mzadaa-293252862.html
წილოსანი: „ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვებისთვის მზადაა, ოპოზიციას კი ფიასკოს ეშინია
წილოსანი: „ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვებისთვის მზადაა, ოპოზიციას კი ფიასკოს ეშინია
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში არ გამოირცხავენ, რომ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი იძულებული გახდება მონაწილეობა მიიღოს... 08.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-08T14:39+0400
2025-05-08T14:39+0400
2025-05-08T14:39+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0a/277548683_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_1647c9ad657fb9ad5066470eb542e230.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თავის უპირობო გამარჯვებაში, ოპოზიცია კი დამარცხების შიშით არჩევნებში მონაწილეობისგან თავს იკავებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო წილოსანმა.„ქართული ოცნების" ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ რომ მმართველმა გუნდმა არჩევნებისთვის მზადება დაიწყო და პარტია სრულად მობილიზებული იქნება გამარჯვების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით. 2025 წლის 4 ოქტომბერს 64 ქალაქში და რაიონში ადგილობრივი საკონსულტაციო ორგანოების (საკრებულოს) მერებისა და მოადგილეების არჩევნები გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.წილოსანის თქმით, ფაქტია, რომ ოპოზიცია დამარცხების შიშის გამო ვერ ბედავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.ამასთან, მმართველ პარტიაში არ გამოირცხავენ, რომ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი იძულებული გახდება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.არჩევნებიამ დროისთვის უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოებში პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია.2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის და საქართველოსთვის.ამასთან, ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტი არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად დატოვეს.დარჩენილმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი ვერ მოიპოვცეს , ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერა. მათ შორის არის პარტია ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი, რომელმაც ერთადერთმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს ცალკეულ მუნიციპალიტეტშიაღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0a/277548683_86:0:1551:1099_1920x0_80_0_0_98bf8c3f9608086395443b5369bfb998.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
წილოსანი: „ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვებისთვის მზადაა, ოპოზიციას კი ფიასკოს ეშინია
მმართველ პარტიაში არ გამოირცხავენ, რომ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი იძულებული გახდება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თავის უპირობო გამარჯვებაში, ოპოზიცია კი დამარცხების შიშით არჩევნებში მონაწილეობისგან თავს იკავებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო წილოსანმა.
„ქართული ოცნების" ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ რომ მმართველმა გუნდმა არჩევნებისთვის მზადება დაიწყო და პარტია სრულად მობილიზებული იქნება გამარჯვების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით. 2025 წლის 4 ოქტომბერს 64 ქალაქში და რაიონში ადგილობრივი საკონსულტაციო ორგანოების (საკრებულოს) მერებისა და მოადგილეების არჩევნები გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
„ჩვენი რეიტინგები, ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაცია და მთლიანად ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია იმას ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ იქნება უპირობო ლიდერი თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენ მზად ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები, იყვნენ „ქართული ოცნების“ მერები და საკრებულოს უმრავლესობა არჩეული“, - განაცხადა წილოსანმა.
წილოსანის თქმით, ფაქტია, რომ ოპოზიცია დამარცხების შიშის გამო ვერ ბედავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
„ამ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად, არავის აქვს გაცხადებული რომ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, სწორედ იმიტომ, რომ უფრთხიან იმ ფიასკოს და მარცხს, რომელსაც აუცილებლად იგემებენ", -ხაზგასმით აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, მმართველ პარტიაში არ გამოირცხავენ, რომ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი იძულებული გახდება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.
ამ დროისთვის უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოებში პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის და საქართველოსთვის.
ამასთან, ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტი არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დარჩენილმა პარტიებმა, ქვეყნის მასშტაბითაც კი ვერ მოიპოვცეს , ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერა. მათ შორის არის პარტია ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი, რომელმაც ერთადერთმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.