https://sputnik-georgia.com/20250508/saqartvelos-xelburtis-nakrebi-saberznets-umaspinzlebs-293247819.html
ხელბურთი: საქართველოს ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს
ხელბურთი: საქართველოს ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
2024 წელს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა. 08.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-08T14:11+0400
2025-05-08T14:11+0400
2025-05-08T14:11+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263419168_0:105:2048:1257_1920x0_80_0_0_5baa13ed6ee0f9fec84ec832c0b016c0.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. დღეს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს ზედიზედ მეორედ მოიპოვებს. შეხვედრა „თბილისი არენაზე" 17:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 16 მარტს ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრების წინააღმდეგ გასვლითი მატჩი გამართა და ანგარიშით 22:20 გაიმარჯვა. 13 მარტს თბილისში გამართული გუნდების პირველი შეხვედრაც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 28:26. ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები შესარჩევ ეტაპს კი 11 მაისს ისლანდიაში შეხვედრით დააასრულებს. კონტინენტის პირველობაზე ოთხგუნდიანი ჯგუფიდან პირველ-მეორეადგილოსნები პირდაპირ გადიან. ტურნირის ფინალური ეტაპის საგზურს ასევე მოიპოვებს ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი. 2024 წელს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურის მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს. მიუხედავად გამარჯვებისა, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო: 11 იანვარს ნიდერლანდებთან გამართული მატჩი ანგარიშით 29:34 წააგო, 13 იანვარს კი ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან, შვედეთის ნაკრებთან ანგარიშით 26:42 დამარცხდა. მიმდინარე წლის მარტში ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263419168_0:101:2048:1637_1920x0_80_0_0_b3920d4d5f2400410bf31aa652265927.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ხელბურთი: საქართველოს ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს
2024 წელს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. დღეს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს ზედიზედ მეორედ მოიპოვებს.
შეხვედრა „თბილისი არენაზე" 17:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
„ვეთამაშებით საბერძნეთის ნაკრებს და მოგების შემთხვევაში გავინაღდებთ ევროპის ჩემპიონატის საგზურს. დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი მოვა, მხარს დაგვიჭერს და დაგვეხმარება გამარჯვებაში. ჩემი მოლოდინია, რომ საბერძნეთში განცდილი მარცხის შემდეგ აქ სამაგიეროს გადავუხდით და სოლიდური სხვაობით მოვიგებთ“, - განაცხადა ეროვნული ნაკრების წევრმა ზურაბ ცინცაძემ.
საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 16 მარტს ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრების წინააღმდეგ გასვლითი მატჩი გამართა და ანგარიშით 22:20 გაიმარჯვა. 13 მარტს თბილისში გამართული გუნდების პირველი შეხვედრაც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 28:26. ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები შესარჩევ ეტაპს კი 11 მაისს ისლანდიაში შეხვედრით დააასრულებს.
კონტინენტის პირველობაზე ოთხგუნდიანი ჯგუფიდან პირველ-მეორეადგილოსნები პირდაპირ გადიან. ტურნირის ფინალური ეტაპის საგზურს ასევე მოიპოვებს ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი.
2024 წელს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურის მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს.
მიუხედავად გამარჯვებისა, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო: 11 იანვარს ნიდერლანდებთან გამართული მატჩი ანგარიშით 29:34 წააგო, 13 იანვარს კი ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან, შვედეთის ნაკრებთან ანგარიშით 26:42 დამარცხდა.
მიმდინარე წლის მარტში ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვეს.