https://sputnik-georgia.com/20250508/romis-papi-airchies-293276017.html
რომის პაპი რობერტ პრევოსტი - ლეო XIV გახდა
რომის პაპი რობერტ პრევოსტი - ლეო XIV გახდა
Sputnik საქართველო
კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. 08.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-08T21:44+0400
2025-05-08T21:44+0400
2025-05-08T22:44+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
რელიგია
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24257/35/242573580_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_dd18545be10378cdcecd91de51420918.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ვატიკანის კონკლავმა ხუთშაბათს 267-ე პაპი აირჩია, სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა.კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, რომელიც მას პაპობის პერიოდში ერქმევა. რომის ახალი პაპი ლეო XIV-ედ იწოდება.კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა.რომის ახალი პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეების წინაშე წარდგა და მათ სიტყვით მიმართა..პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“.რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. პაპი 26 აპრილს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24257/35/242573580_204:0:2935:2048_1920x0_80_0_0_b56d565dbf614c42614d6897d3f05dd5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რელიგია, ახალი ამბები, საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები, რელიგია, ახალი ამბები, საზოგადოება
რომის პაპი რობერტ პრევოსტი - ლეო XIV გახდა
21:44 08.05.2025 (განახლებულია: 22:44 08.05.2025) კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ვატიკანის კონკლავმა ხუთშაბათს 267-ე პაპი აირჩია, სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა.
კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში.
რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, რომელიც მას პაპობის პერიოდში ერქმევა. რომის ახალი პაპი ლეო XIV-ედ იწოდება.
კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა.
რომის ახალი პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეების წინაშე წარდგა და მათ სიტყვით მიმართა..
პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. პაპი 26 აპრილს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.