https://sputnik-georgia.com/20250508/remonti-aragvis-xidze-transportis-gadaadgileba-sheizgudeba-293257952.html
რემონტი არაგვის ხიდზე: ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
რემონტი არაგვის ხიდზე: ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
შეზღუდვა დღეიდან, 8 მაისის 22:00 საათიდან ამოქმედდება, დღის საათებში კი მოძრაობა ორივე ზოლზე იქნება ნებადართული. 08.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-08T18:13+0400
2025-05-08T18:13+0400
2025-05-08T18:13+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287124523_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f6d15563553d9cf6e9546323b2f94346.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. აღდგენითი სამუშაოების გამო, მდინარე არაგვის ხიდზე 10 დღის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება) აღსადგენია ხიდის სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა, რომლის აღდგენითი სამუშაოებისთვის ტექნოლოგიური პროცესი მოითხოვს გარკვეულ დროს. შესაბამისად, სამუშაოების მიმდინარეობისას საავტომობილო გზაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტს შეუძლია ისარგებლოს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით. მდინარე არაგვის ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და ხშირად საჭიროებს სავალი ნაწილის შეკეთებას. 2024 წელს მომზადდა მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი და უახლოეს მომავალში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287124523_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_6c97e3f4cd381f18a4130f01890f2484.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
რემონტი არაგვის ხიდზე: ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
შეზღუდვა დღეიდან, 8 მაისის 22:00 საათიდან ამოქმედდება, დღის საათებში კი მოძრაობა ორივე ზოლზე იქნება ნებადართული.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. აღდგენითი სამუშაოების გამო, მდინარე არაგვის ხიდზე 10 დღის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება) აღსადგენია ხიდის სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა, რომლის აღდგენითი სამუშაოებისთვის ტექნოლოგიური პროცესი მოითხოვს გარკვეულ დროს.
შესაბამისად, სამუშაოების მიმდინარეობისას საავტომობილო გზაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
„კერძოდ, 8 მაისიდან 10 დღის განმავლობაში ხიდის მარცხენა მიმართულების ერთ ზოლზე მოძრაობა შეიზღუდება ღამის საათებში, 22:00 საათიდან - 07:00 საათამდე. დღის საათებში მოძრაობა იქნება ორ ზოლზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტს შეუძლია ისარგებლოს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით.
მდინარე არაგვის ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და ხშირად საჭიროებს სავალი ნაწილის შეკეთებას. 2024 წელს მომზადდა მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი და უახლოეს მომავალში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.