https://sputnik-georgia.com/20250508/pari-sen-jermeni-chempionta-ligis-pinalshi-gavida-293247472.html
„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა
„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა
Sputnik საქართველო
ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება. 08.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-08T12:00+0400
2025-05-08T12:00+0400
2025-05-08T12:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1a/291888137_0:0:800:451_1920x0_80_0_0_fc8740f19a300f552d9e424908211b28.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ლონდონის „არსენალი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.პარიზში გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში გოლები ფაბიან რუისმა (27-ე წუთი) და აშრაფ ჰაკიმიმ (72-ე წუთი) გაიტანეს. 69-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა ვიტინიამ.ფრანგულმა კლუბმა ინგლისურ კლუბს ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:1 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალური საგზური მოიპოვა - „პარი სენ-ჟერმენმა" „არსენალი" პირველ შეხვედრაში „ემირეიტსის სტადიონზე" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 31 მაისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება.ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან" ერთად ლიგა 1-ის ჩემპიონობა უკვე იზეიმა. ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია A-ს გამარჯვებულიცაა - „ნაპოლიში“ თამაშის პერიოდში, 2023 წელს, 33 წლის შემდეგ, კლუბი პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი.ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის" რიგებს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა.კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, კვარაცხელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც The Best FIFA Football Awards 2023-ზე (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია) საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის დასახელდა. 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალისტიც იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1a/291888137_0:0:712:533_1920x0_80_0_0_6a3492b43aeb42e55fcac35b1ad08fca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა
ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ლონდონის „არსენალი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.
პარიზში გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში გოლები ფაბიან რუისმა (27-ე წუთი) და აშრაფ ჰაკიმიმ (72-ე წუთი) გაიტანეს. 69-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა ვიტინიამ.
ფრანგულმა კლუბმა ინგლისურ კლუბს ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:1 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალური საგზური მოიპოვა - „პარი სენ-ჟერმენმა" „არსენალი" პირველ შეხვედრაში „ემირეიტსის სტადიონზე" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 31 მაისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება.
ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან" ერთად ლიგა 1-ის ჩემპიონობა უკვე იზეიმა. ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია A-ს გამარჯვებულიცაა - „ნაპოლიში“ თამაშის პერიოდში, 2023 წელს, 33 წლის შემდეგ, კლუბი პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი.
ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის" რიგებს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა.
კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, კვარაცხელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც The Best FIFA Football Awards 2023-ზე (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია) საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის დასახელდა. 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალისტიც იყო.