https://sputnik-georgia.com/20250508/papuashvilma-ashsh-saelcho-gaakritika-293262851.html
პაპუაშვილმა აშშ-ის საელჩოს განცხადება გააკრიტიკა თბილისში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ
პაპუაშვილმა აშშ-ის საელჩოს განცხადება გააკრიტიკა თბილისში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მოუწოდა აშშ-ის საელჩოს, კონსულტაციების გარეშე არ გაავრცელონ პროვოკაციული ცნობები. 08.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-08T20:27+0400
2025-05-08T20:27+0400
2025-05-08T20:27+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0c/283215243_0:220:2175:1443_1920x0_80_0_0_c0a238d5e1cb70549cd7fe4123d82be8.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩომ თბილისის სავაჭრო ცენტრებში ბომბის არსებობის საფრხის შესახებ განცხადება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმების გარეშე გააკეთა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. აშშ-ის საელჩომ 7 მაისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათთვის ცნობილი გახდა თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ და საკუთარ მოქალაქეებს ურჩია გარიდებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიებზე ყოფნას. პასუხად, სუს-მა მოუწოდა საელჩოს, თავი შეიკავოს შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან. მისი თქმით, ქართული საზოგადოება უკვე არაერთხელ გახდა იმის მოწმე, თუ რასთან მივყავართ მსგავს განცხადებებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი დეზინფორმაციული და ისტერიული კამპანიისთვის. აშშ-ის საელჩომ საქართველოში უკვე ოფიციალურად გააუქმა რეკომენდაცია არ ესტუმრონ მისი მოქალაქეები სავაჭრო ცენტრებს ბომბის არსებობის საფრთხის გამო. „აშშ-ს საელჩოს 7 მაისს გავრცელებული განცხადების შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა წუხელ შეატყობინეს საელჩოს თბილისში, რომ სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იქნა ნაპოვნი. რეგიონულმა უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია საელჩოს თანამშრომლებისთვის მოერიდონ ამ ტერიტორიებს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურებმა ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ცრუ შეტყობინების კიდევ ერთი ფაქტზე იმუშავეს. საქართველოში „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება“ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0c/283215243_111:0:2175:1548_1920x0_80_0_0_2e433b1cd381d30a0438cfccdd47e5b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პაპუაშვილმა აშშ-ის საელჩოს განცხადება გააკრიტიკა თბილისში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ
პარლამენტის თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მოუწოდა აშშ-ის საელჩოს, კონსულტაციების გარეშე არ გაავრცელონ პროვოკაციული ცნობები.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩომ თბილისის სავაჭრო ცენტრებში ბომბის არსებობის საფრხის შესახებ განცხადება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმების გარეშე გააკეთა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-ის საელჩომ 7 მაისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათთვის ცნობილი გახდა თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ და საკუთარ მოქალაქეებს ურჩია გარიდებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიებზე ყოფნას. პასუხად, სუს-მა მოუწოდა საელჩოს, თავი შეიკავოს შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.
„ამერიკულ მართლმსაჯულებაში არსებობს ასეთი პრინციპი, რომ არ შეიძლება, ხალხით სავსე თეატრში იყვირო - „ხანძარია!“. სამწუხაროა, სუს-ის განცხადებიდან როგორც შევიტყვეთ, რომ ამ განცხადების საჯაროდ გაკეთება მოხდა უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე”, -განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება უკვე არაერთხელ გახდა იმის მოწმე, თუ რასთან მივყავართ მსგავს განცხადებებს.
„აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგად იცის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის ნირი, რომ ისტერია დათესონ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რათა კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში”, -განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი დეზინფორმაციული და ისტერიული კამპანიისთვის.
აშშ-ის საელჩომ საქართველოში უკვე ოფიციალურად გააუქმა რეკომენდაცია არ ესტუმრონ მისი მოქალაქეები სავაჭრო ცენტრებს ბომბის არსებობის საფრთხის გამო.
„აშშ-ს საელჩოს 7 მაისს გავრცელებული განცხადების შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა წუხელ შეატყობინეს საელჩოს თბილისში, რომ სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იქნა ნაპოვნი. რეგიონულმა უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია საელჩოს თანამშრომლებისთვის მოერიდონ ამ ტერიტორიებს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურებმა ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ცრუ შეტყობინების კიდევ ერთი ფაქტზე იმუშავეს.
საქართველოში „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება“ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.