https://sputnik-georgia.com/20250508/baidauris-kvanztan-savachro-moedani-moewyoba-293258286.html
კახეთის მაგისტრალი: ბადიაურის კვანძთან თანამედროვე სავაჭრო მოედანი მოეწყობა
კახეთის მაგისტრალი: ბადიაურის კვანძთან თანამედროვე სავაჭრო მოედანი მოეწყობა
Sputnik საქართველო
ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოსთვის. 08.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-08T21:00+0400
2025-05-08T21:00+0400
2025-05-08T21:00+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონები
კახეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284796900_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_90406637a37cfd0ad1eabd75b37a5a73.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროექტის ფარგლებში, შენდება ოთხზოლიანი 17 კმ-იანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს ახალ სატრანსპორტო კვანძს სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდს, 8 გზაგამტარ და 86 წყალგამტარ მილს. უწყების ცნობით, ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ბადიაურის კვანძთან მოეწყობა თანამედროვე, უსაფრთხო სავაჭრო მოედანი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის მცირე ბიზნესის პროდუქციის რეალიზაციას. განათების სისტემით აღჭურვილი ახალი მაგისტრალური გზა 2 კმ-ით შეამცირებს გადაადგილების მანძილს და თითქმის გაანახევრებს მგზავრობის დროს, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობაც საგარეჯო-ბადიაურის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 276.7 მლნ ლარით ფინანსდება. საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი კახეთის ახალი ოთხზოლიანი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილია, რომლის ფარგლებში ბაკურციხემდე 85 კმ-იანი გზა აშენდება. მაგისტრალის თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთი გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით სარგებლობს. აღნიშნული გზა გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს (ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას, საგარეჯოს). საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს. მთავრობის 10-წლიანი გეგმის მიხედვით, საერთო ჯამში, კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას 2 მლრდ ლარი მოხმარდება.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284796900_510:0:2046:1152_1920x0_80_0_0_6609e87b815a6e99d7e8b4672c9774b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონები, კახეთი , ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონები, კახეთი , ახალი ამბები
კახეთის მაგისტრალი: ბადიაურის კვანძთან თანამედროვე სავაჭრო მოედანი მოეწყობა
ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოსთვის.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში, შენდება ოთხზოლიანი 17 კმ-იანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს ახალ სატრანსპორტო კვანძს სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდს, 8 გზაგამტარ და 86 წყალგამტარ მილს.
უწყების ცნობით, ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ბადიაურის კვანძთან მოეწყობა თანამედროვე, უსაფრთხო სავაჭრო მოედანი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის მცირე ბიზნესის პროდუქციის რეალიზაციას.
„ახალი გზის მონაკვეთი გვერდს აუვლის 5 მჭიდროდ დასახლებულ სოფელს – თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს, საგრძნობლად შემცირდება სატრანსპორტო დატვირთვა დასახლებებში, რაც გააუმჯობესებს გზებზე მოძრაობის უსაფრთხოებას და გარემოზე ზემოქმედებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
განათების სისტემით აღჭურვილი ახალი მაგისტრალური გზა 2 კმ-ით შეამცირებს გადაადგილების მანძილს და თითქმის გაანახევრებს მგზავრობის დროს, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობაც
საგარეჯო-ბადიაურის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 276.7 მლნ ლარით ფინანსდება.
საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი კახეთის ახალი ოთხზოლიანი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილია, რომლის ფარგლებში ბაკურციხემდე 85 კმ-იანი გზა აშენდება.
მაგისტრალის თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთი გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით სარგებლობს. აღნიშნული გზა გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს (ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას, საგარეჯოს).
საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს.
მთავრობის 10-წლიანი გეგმის მიხედვით, საერთო ჯამში, კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას 2 მლრდ ლარი მოხმარდება.