https://sputnik-georgia.com/20250508/--------293251891.html
საქართველოში რუსეთთან დიპურთიერთობების აღდგენის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
საქართველოში რუსეთთან დიპურთიერთობების აღდგენის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
Sputnik საქართველო
თბილისში ხელი მოეწერა რეზოლუციას საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვების დაწყების შესახებ 08.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-08T13:12+0400
2025-05-08T13:12+0400
2025-05-08T13:12+0400
მულტიმედია
ვიდეო
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/08/293251337_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_dd5f5a071ca6e6494f9cf6e0a17d49e2.jpg
დოკუმენტი მიღებულ იქნა „მრგვალი მაგიდის“ ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური მოძრაობებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების წარმომადგენლებმა.როგორც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ აღნიშნა, სახალხო დიპლომატია უფრო აქტიურად უნდა ამოქმედდეს - სწორედ ხალხმა უნდა მისცეს სახელმწიფოს მანდატი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებისთვის. „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეების მიერ რეზოლუციაზე ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი „ხალხში გადავა“. ფიფიას თქმით, ამით დაინტერესებული არიან ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად რუსეთთან არიან დაკავშირებული: ტურიზმის, ბიზნესის წარმომადგენლები და ა.შ.სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიას აზრით, მნიშვნელოვანია საქართველომ მკაფიოდ განსაზღვროს საკუთარი პოზიცია, რათა ღირსეულად წარმოადგინოს რეგიონი და დაიცვას ქვეყნის ინტერესები.საქართველოს სოციალისტური მოძრაობის ლიდერმა თემურ ფიფიამ აღნიშნა, რომ რუსეთთან, რეგიონში უახლოეს მეზობელთან და ყველაზე ძლიერ ქვეყანასთან ოფიციალური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, აუცილებელია სიტუაციის შეცვლა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მრგვალი მაგიდა“ მიეძღვნა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილეს. ეს თარიღი იმის შეხსენებაა, თუ როგორ იდგნენ მხარდამხარ ქართველები და რუსები ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე რთულ დროს. ამ ისტორიული ერთიანობის სიმბოლო გახდა გამარჯვების დროშის აღმართვა რაიხსტაგზე - ქართველი მელიტონ ქანთარიასა და რუს მიხეილ იგოროვის მიერ. დღეს, შეხვედრის მონაწილეების აზრით, მნიშვნელოვანია საერთო გამარჯვებით გამყარებული კავშირების შენარჩუნება და განმტკიცება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/08/293251337_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_0fe3055f8dfed482905367ff04e57cd5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, видео
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, видео
საქართველოში რუსეთთან დიპურთიერთობების აღდგენის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
თბილისში ხელი მოეწერა რეზოლუციას საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვების დაწყების შესახებ
დოკუმენტი მიღებულ იქნა „მრგვალი მაგიდის“ ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური მოძრაობებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების წარმომადგენლებმა.
როგორც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ აღნიშნა, სახალხო დიპლომატია უფრო აქტიურად უნდა ამოქმედდეს - სწორედ ხალხმა უნდა მისცეს სახელმწიფოს მანდატი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებისთვის. „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეების მიერ რეზოლუციაზე ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი „ხალხში გადავა“. ფიფიას თქმით, ამით დაინტერესებული არიან ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად რუსეთთან არიან დაკავშირებული: ტურიზმის, ბიზნესის წარმომადგენლები და ა.შ.
სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიას აზრით, მნიშვნელოვანია საქართველომ მკაფიოდ განსაზღვროს საკუთარი პოზიცია, რათა ღირსეულად წარმოადგინოს რეგიონი და დაიცვას ქვეყნის ინტერესები.
საქართველოს სოციალისტური მოძრაობის ლიდერმა თემურ ფიფიამ აღნიშნა, რომ რუსეთთან, რეგიონში უახლოეს მეზობელთან და ყველაზე ძლიერ ქვეყანასთან ოფიციალური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, აუცილებელია სიტუაციის შეცვლა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მრგვალი მაგიდა“ მიეძღვნა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილეს. ეს თარიღი იმის შეხსენებაა, თუ როგორ იდგნენ მხარდამხარ ქართველები და რუსები ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე რთულ დროს. ამ ისტორიული ერთიანობის სიმბოლო გახდა გამარჯვების დროშის აღმართვა რაიხსტაგზე - ქართველი მელიტონ ქანთარიასა და რუს მიხეილ იგოროვის მიერ. დღეს, შეხვედრის მონაწილეების აზრით, მნიშვნელოვანია საერთო გამარჯვებით გამყარებული კავშირების შენარჩუნება და განმტკიცება.