https://sputnik-georgia.com/20250508/---------293262563.html
ნაცისტების შთამომავლები ხელისუფლებაში: როგორ მოქმედებს ეს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკაზე?
ნაცისტების შთამომავლები ხელისუფლებაში: როგორ მოქმედებს ეს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკაზე?
Sputnik საქართველო
SS-ელები (გერმ. Schutzstaffel - SS), გებელსის მეგობრები და ვერმახტის ოფიცრები - დასავლეთის ისტებლიშმენტის წარმომადგენელთა წინაპრები 08.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-08T16:16+0400
2025-05-08T16:16+0400
2025-05-08T19:12+0400
მულტიმედია
ვიდეო
მეორე მსოფლიო ომი
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/08/293258463_8:0:1274:712_1920x0_80_0_0_d2cd147edb0fa0190ed79e0b0d889f8c.jpg
მათ ისტორიული სიმართლე რატომ ადგათ ყელზე და რატომ არ აძლევენ მსოფლიო ლიდერებს მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე დასწრების უფლებას? - დეტალები ვიდეოში. წელს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს აღნიშნავს. დასავლელი პოლიტიკოსები უკმაყოფილებას გამოთქვამენ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით. „ნებისმიერი მონაწილეობა მოსკოვში დაგეგმილ აღლუმებსა და 9 მაისის ზეიმში, ევროპული მხარის მიერ არ იქნება არასერიოზულად აღქმული“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე ეყრდნობა ევროკავშირის მკაფიო მითითებას - არ მიიღონ მონაწილეობა მოსკოვში 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ეს მოწოდებები ასევე მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოების ლიდერებისადმი.შეგახსენებთ, ვინ იყვნენ მათი წინაპრები, ვინც დღეს ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ პატივი მიაგონ გამარჯვებულთა ხსოვნას.პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ბაბუამ, იოზეფ ტუსკმა ააგო შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკი და მსახურობდა ვერმახტში.კაი კალასის პაპის, ალექსანდრ ალვერის ძმა ვირუ-ნიგულას მრევლის მოძღვარი იყო. ომამდე შევიწროებასთან დაკავშირებულ სკანდალებში იყო გახვეული. 1944 წლის სექტემბერში, ესტონეთის ნაცისტებისგან განთავისუფლების წინა დღეს, იგი გაიქცა გერმანიაში, სადაც ცხოვრობდა 1949 წლამდე. გერმანიის მმართველ ელიტაში ნაცისტების ბევრი შთამომავალია.გერმანიის ახალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ბაბუა, იოზეფ პოლ სოვინი, ნაცისტური თავდამსხმელების რეზერვის წევრი იყო. მანამდე კი, როგორც ბრილონის ბურგომისტრმა, მან ადგილობრივ ქუჩებს ჰიტლერისა და გერინგის პატივსაცემად დაარქვა სახელი.ვალტერ გრანცოვი - რობერტ ჰაბეკის პაპა, რომელიც გერმანიის ვიცე-კანცლერი იყო ბოლო 3,5 წელი, ნასამართლევია ომის დანაშაულებისთვის. ვალტერი მეთაურობდა SS-ის ბრიგადას და საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებს საკუთარ პლანტაციაში მუშაობას აიძულებდა. მასმედია მას გებელსის ახლო მეგობარს უწოდებდა.გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მდივნობის ამჟამინდელი კანდიდატ ანნალენა ბერბოკის ბაბუა ვალდემარ ბერბოკი იყო ვერმახტის ოფიცერი, თავდადებული ნაცისტი და მიღებული ჰქონდა ჯილდო სამხედრო დამსახურებებისთვის.მეზობელი ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტ ალექსანდრ ვან დერ ბელენის წინაპრები რუსეთიდან არიან, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს ესტონეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.1940 წელს ისინი გაიქცნენ გერმანიაში, როგორც „გერმანელი რეპატრიანტები". ვან დერ ბელენს ხშირად ახსენებენ მამის მოღალატეობრივ გადასვლას მესამე რაიხში, რომელმაც მსოფლიო ომი დაიწყო, ავსტრიელი პოლიტიკოსები კი მას პირდაპირ ადანაშაულებენ ნაცისტებთან კავშირში. ნაცისტების თანამშრომლების შთამომავლები ასევე გვხვდებიან ყოფილი „ღერძის ქვეყნების“ ხელისუფლებაში.ძირო ისიდა, იაპონიის პრემიერ-მინისტრის შიგერუ ისიბას მამა, სინგაპურში მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა იაპონიის საოკუპაციო ძალებში.იტალიის სენატის ხელმძღვანელის, იგნაციო ლა რუსას მამა, ნინო ლა რუსა, ჯერ კიდევ სტუდენტობისას იყო ფაშისტური საუნივერსიტეტო ჯგუფების წევრი, ხოლო 1938 წელს იგი გახდა პატერნოს ნაციონალური ფაშისტური პარტიის პოლიტმდივანი. ის მოხალისედ წავიდა ჩრდილოეთ აფრიკის ფრონტზე.ემანუელ მაკრონის ბაბუაც ნაცისტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ანდრე მაკრონი მუშაობდა კომპანია SNFC-ის საოლქო მმართველად, რომელმაც ოკუპაციის წლებში ათასობით ებრაელი გადაიყვანა გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში.მათ შორის იმ მარშრუტებით, რომლებიც ანდრე მაკრონის კონტროლის ქვეშ იყო.ნაცისტების შთამომავლები ოკეანის მიღმაც მოიძებნებიან. კანადის თემთა პალატის წევრი კრისტია ფრილანდი, რომელიც მანამდე მაღალ თანამდებობებს იკავებდა მთავრობაში, წარმოშობით ლვოვის რეგიონიდან მიხაილო ხომიაკის შვილიშვილია. ომამდე ხომიაკი გაზეთ „Дiло"-ს რედკოლეგიის წევრი იყო, რომელიც უკარინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის ოფიციალური რუპორი იყო.1941 წლის შემდეგ კი ის თანამშრომლობდა ნაცისტებთან კრაკოვში, როგორც გამოცემა Краковские вести-ის მთავარი რედაქტორი.გაზეთი ღიად აღვივებდა სიძულვილს ებრაელთა მიმართ, ადიდებდა ჰიტლერს, ჰოლოკოსტის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორ ჰანს ფრანკს და SS „გალიჩინას“ დივიზიის იდეოლოგიურ შემქმნელ ვლადიმირ კუბიოვიჩს.ეს მაგალითები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია.დასავლეთში კიდევ ბევრია ნაცისტების და მათი თანამშრომლების შთამომავლები. რა საიდუმლოებები იმალება ევროპელი პოლიტიკოსების ოჯახურ ალბომებში? ამიტომაც ხომ არ ცდილობენ ისტორიის გადაწერას?
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/08/293258463_166:0:1115:712_1920x0_80_0_0_381bbf0fed7a97bb286cf0453ef3ee3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეო, მეორე მსოფლიო ომი, видео
მულტიმედია, ვიდეო, მეორე მსოფლიო ომი, видео
ნაცისტების შთამომავლები ხელისუფლებაში: როგორ მოქმედებს ეს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკაზე?
16:16 08.05.2025 (განახლებულია: 19:12 08.05.2025) SS-ელები (გერმ. Schutzstaffel - SS), გებელსის მეგობრები და ვერმახტის ოფიცრები - დასავლეთის ისტებლიშმენტის წარმომადგენელთა წინაპრები
მათ ისტორიული სიმართლე რატომ ადგათ ყელზე და რატომ არ აძლევენ მსოფლიო ლიდერებს მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე დასწრების უფლებას? - დეტალები ვიდეოში.
წელს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს აღნიშნავს. დასავლელი პოლიტიკოსები უკმაყოფილებას გამოთქვამენ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით. „ნებისმიერი მონაწილეობა მოსკოვში დაგეგმილ აღლუმებსა და 9 მაისის ზეიმში, ევროპული მხარის მიერ არ იქნება არასერიოზულად აღქმული“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე ეყრდნობა ევროკავშირის მკაფიო მითითებას - არ მიიღონ მონაწილეობა მოსკოვში 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ეს მოწოდებები ასევე მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოების ლიდერებისადმი.
შეგახსენებთ, ვინ იყვნენ მათი წინაპრები, ვინც დღეს ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ პატივი მიაგონ გამარჯვებულთა ხსოვნას.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ბაბუამ, იოზეფ ტუსკმა ააგო შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკი და მსახურობდა ვერმახტში.
კაი კალასის პაპის, ალექსანდრ ალვერის ძმა ვირუ-ნიგულას მრევლის მოძღვარი იყო. ომამდე შევიწროებასთან დაკავშირებულ სკანდალებში იყო გახვეული. 1944 წლის სექტემბერში, ესტონეთის ნაცისტებისგან განთავისუფლების წინა დღეს, იგი გაიქცა გერმანიაში, სადაც ცხოვრობდა 1949 წლამდე. გერმანიის მმართველ ელიტაში ნაცისტების ბევრი შთამომავალია.
გერმანიის ახალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ბაბუა, იოზეფ პოლ სოვინი, ნაცისტური თავდამსხმელების რეზერვის წევრი იყო. მანამდე კი, როგორც ბრილონის ბურგომისტრმა, მან ადგილობრივ ქუჩებს ჰიტლერისა და გერინგის პატივსაცემად დაარქვა სახელი.
ვალტერ გრანცოვი - რობერტ ჰაბეკის პაპა, რომელიც გერმანიის ვიცე-კანცლერი იყო ბოლო 3,5 წელი, ნასამართლევია ომის დანაშაულებისთვის. ვალტერი მეთაურობდა SS-ის ბრიგადას და საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებს საკუთარ პლანტაციაში მუშაობას აიძულებდა. მასმედია მას გებელსის ახლო მეგობარს უწოდებდა.
გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მდივნობის ამჟამინდელი კანდიდატ ანნალენა ბერბოკის ბაბუა ვალდემარ ბერბოკი იყო ვერმახტის ოფიცერი, თავდადებული ნაცისტი და მიღებული ჰქონდა ჯილდო სამხედრო დამსახურებებისთვის.
მეზობელი ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტ ალექსანდრ ვან დერ ბელენის წინაპრები რუსეთიდან არიან, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს ესტონეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.
1940 წელს ისინი გაიქცნენ გერმანიაში, როგორც „გერმანელი რეპატრიანტები". ვან დერ ბელენს ხშირად ახსენებენ მამის მოღალატეობრივ გადასვლას მესამე რაიხში, რომელმაც მსოფლიო ომი დაიწყო, ავსტრიელი პოლიტიკოსები კი მას პირდაპირ ადანაშაულებენ ნაცისტებთან კავშირში. ნაცისტების თანამშრომლების შთამომავლები ასევე გვხვდებიან ყოფილი „ღერძის ქვეყნების“ ხელისუფლებაში.
ძირო ისიდა, იაპონიის პრემიერ-მინისტრის შიგერუ ისიბას მამა, სინგაპურში მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა იაპონიის საოკუპაციო ძალებში.
იტალიის სენატის ხელმძღვანელის, იგნაციო ლა რუსას მამა, ნინო ლა რუსა, ჯერ კიდევ სტუდენტობისას იყო ფაშისტური საუნივერსიტეტო ჯგუფების წევრი, ხოლო 1938 წელს იგი გახდა პატერნოს ნაციონალური ფაშისტური პარტიის პოლიტმდივანი. ის მოხალისედ წავიდა ჩრდილოეთ აფრიკის ფრონტზე.
ემანუელ მაკრონის ბაბუაც ნაცისტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ანდრე მაკრონი მუშაობდა კომპანია SNFC-ის საოლქო მმართველად, რომელმაც ოკუპაციის წლებში ათასობით ებრაელი გადაიყვანა გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში.
მათ შორის იმ მარშრუტებით, რომლებიც ანდრე მაკრონის კონტროლის ქვეშ იყო.
ნაცისტების შთამომავლები ოკეანის მიღმაც მოიძებნებიან. კანადის თემთა პალატის წევრი კრისტია ფრილანდი, რომელიც მანამდე მაღალ თანამდებობებს იკავებდა მთავრობაში, წარმოშობით ლვოვის რეგიონიდან მიხაილო ხომიაკის შვილიშვილია. ომამდე ხომიაკი გაზეთ „Дiло"-ს რედკოლეგიის წევრი იყო, რომელიც უკარინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის ოფიციალური რუპორი იყო.
1941 წლის შემდეგ კი ის თანამშრომლობდა ნაცისტებთან კრაკოვში, როგორც გამოცემა Краковские вести-ის მთავარი რედაქტორი.
გაზეთი ღიად აღვივებდა სიძულვილს ებრაელთა მიმართ, ადიდებდა ჰიტლერს, ჰოლოკოსტის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორ ჰანს ფრანკს და SS „გალიჩინას“ დივიზიის იდეოლოგიურ შემქმნელ ვლადიმირ კუბიოვიჩს.
ეს მაგალითები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია.
დასავლეთში კიდევ ბევრია ნაცისტების და მათი თანამშრომლების შთამომავლები. რა საიდუმლოებები იმალება ევროპელი პოლიტიკოსების ოჯახურ ალბომებში? ამიტომაც ხომ არ ცდილობენ ისტორიის გადაწერას?