https://sputnik-georgia.com/20250507/wvimam-kazbegshi-problemebi-sheqmna-293212530.html
ძლიერმა წვიმამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა
ძლიერმა წვიმამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა
Sputnik საქართველო
ქოსელში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფლამდე მისასვლელი გზა დააზიანა, ხოლო ყანობში კლდის მასა ჩამოიშალა. პრობლემები შეიქმნა სოფელ ხურთისშიც. 07.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-07T11:37+0400
2025-05-07T11:37+0400
2025-05-07T11:37+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24511/10/245111054_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_8d1d2b876bc2ce7cf9f45664112579c5.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, სადაც ინტენსიურმა წვიმამ ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემები შექმნა, მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სოფელ ქოსელში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფლამდე მისასვლელი გზა დააზიანა, ხოლო ყანობში კლდის მასა ჩამოიშალა. პრობლემები შეიქმნა სოფელ ხურთისშიც. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა და კეთილმოწყობის სამსახურის მობილური ჯგუფები, რომელთაც გაწმენდითი სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაასრულეს. სოფლებში არსებულ ვითარებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძე და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი პავლე წიკლაური გაეცნენ. ხულელიძის განცხადებით, სათანადო ღონისძიებები გატარდება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. მისი თქმით, სტიქიის რისკების პრევენციისთვის, სოფელ ყანობში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც გზასთან საყრდენი კედლისა და გაბიონის მოწყობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24511/10/245111054_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_178029f15e0211f4b9af436a2dd9443a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ძლიერმა წვიმამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა
ქოსელში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფლამდე მისასვლელი გზა დააზიანა, ხოლო ყანობში კლდის მასა ჩამოიშალა. პრობლემები შეიქმნა სოფელ ხურთისშიც.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, სადაც ინტენსიურმა წვიმამ ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემები შექმნა, მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოფელ ქოსელში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფლამდე მისასვლელი გზა დააზიანა, ხოლო ყანობში კლდის მასა ჩამოიშალა. პრობლემები შეიქმნა სოფელ ხურთისშიც.
„ამ დროისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საავტომობილო გზა ყველა სოფელში გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”, - აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა და კეთილმოწყობის სამსახურის მობილური ჯგუფები, რომელთაც გაწმენდითი სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაასრულეს.
სოფლებში არსებულ ვითარებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძე და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი პავლე წიკლაური გაეცნენ.
ხულელიძის განცხადებით, სათანადო ღონისძიებები გატარდება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
მისი თქმით, სტიქიის რისკების პრევენციისთვის, სოფელ ყანობში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც გზასთან საყრდენი კედლისა და გაბიონის მოწყობას ითვალისწინებს.