https://sputnik-georgia.com/20250507/tbilisis-meria-xanzris-shedegad-dazaralebul-movachreebs-pinansurad-daexmareba-293216397.html
თბილისი მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება
თბილისი მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება
Sputnik საქართველო
როგორც კალაძემ აღნიშნა, სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად დაახლოებით ერთთვიანი ვადაა დადგენილი, შემდეგი ეტაპი კი აღდგენითი სამუშაოები იქნება. 07.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-07T15:00+0400
2025-05-07T15:00+0400
2025-05-07T15:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_82751b2639d706aacad79200f4d88fc2.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარედ არსებული „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე ხანძარი 30 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა - შედეგადაც სრულად დაიწვა 12 ათასი კვადრატული მეტრი სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. ხანძრის გამო დაზარალდა შპს „ბაქანი", რომელიც ბაზრობაზე ოპერირებდა და იქ დასაქმებული 400-მდე მოვაჭრე. როგორც მერმა აღნიშნა, ხანძრის შედეგად მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, დაზარალებულმა მოვაჭრეებმა პირველ რიგში ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი ითხოვეს, რისთვისაც მერიის სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოიყო და შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო. სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად დაახლოებით ერთთვიანი ვადაა დადგენილი, შემდეგი ეტაპი კი აღდგენითი სამუშაოები იქნება, დასძინა კალაძემ.მერმა მადლობა გადაუხადა საბანკო სექტორსაც, რომელმაც გაითვალისწინა მომხდარი და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეღავათები დაუწესა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ მოხდება ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის სრული შეფასება. 30 აპრილს განცხადება გაავრცელა შემოსავლების სამსახურმაც, სადაც აღნიშნულია, რომ ვაგზლის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ. რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალმაც”, რომელსაც ხანძრის შედეგად ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორია იჯარით ჰქონდა აღებული. კერძოდ, კომპანია მზადაა უმოკლეს ვადებში მოამზადოს „ბორჯომის ვაგზლის” ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_401:0:2832:1823_1920x0_80_0_0_5f390c2b7aefaf08802400c7b4eabeac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება
როგორც კალაძემ აღნიშნა, სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად დაახლოებით ერთთვიანი ვადაა დადგენილი, შემდეგი ეტაპი კი აღდგენითი სამუშაოები იქნება.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარედ არსებული „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე ხანძარი 30 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა - შედეგადაც სრულად დაიწვა 12 ათასი კვადრატული მეტრი სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. ხანძრის გამო დაზარალდა შპს „ბაქანი", რომელიც ბაზრობაზე ოპერირებდა და იქ დასაქმებული 400-მდე მოვაჭრე.
„მესმის, რომ ეს დახმარება ვერ იქნება იმის საპირწონე, რა ზიანიც მოვაჭრეებმა მიიღეს, თუმცა საქმიანობის გასაახლებლად გარკვეულწილად ხელს გაუმართავს. უკვე მზად ვართ, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები საინიციატივო ჯგუფის ჩართულობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, ხანძრის შედეგად მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა.
„იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს. თბილისის მერიამ მყისიერად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულ მოვაჭრეებთან და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დაზარალებულებს ყველა მიმართულებით დახმარება აღვუთქვით“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დაზარალებულმა მოვაჭრეებმა პირველ რიგში ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი ითხოვეს, რისთვისაც მერიის სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოიყო და შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო. სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად დაახლოებით ერთთვიანი ვადაა დადგენილი, შემდეგი ეტაპი კი აღდგენითი სამუშაოები იქნება, დასძინა კალაძემ.
მერმა მადლობა გადაუხადა საბანკო სექტორსაც, რომელმაც გაითვალისწინა მომხდარი და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეღავათები დაუწესა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ მოხდება ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის სრული შეფასება.
30 აპრილს განცხადება გაავრცელა შემოსავლების სამსახურმაც, სადაც აღნიშნულია, რომ ვაგზლის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ.
რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალმაც”, რომელსაც ხანძრის შედეგად ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორია იჯარით ჰქონდა აღებული. კერძოდ, კომპანია მზადაა უმოკლეს ვადებში მოამზადოს „ბორჯომის ვაგზლის” ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან.