სარჯველაძე: MEGOBARI Act-ი ეწინააღმდეგება საქართველოსა და აშშ-ის ინტერესებს

© AP Photo / White House/Susan Biddleაშშ-ის პრეზიდენტის ოვალური კაბინეტი
აშშ-ის პრეზიდენტის ოვალური კაბინეტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2025
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრი კანონპროექტს აღიქვამს, როგორც ქართული ოპოზიციისთვის მაშველი რგოლის გადაგდებას.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. კანონპროექტი MEGOBARI Act-ი არამეგობრული აქტია, რომელიც არ პასუხობს არც საქართველოს, აარც აშშ-ის ინტერესებს, არამედ ემსახურება მხოლოდ ქართული ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებს, -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი MEGOBARI Act-ი ითვალისწინებს სანქციებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა წინააღმდეგ. ოპოზიციაში ამას თბილისის პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერად მიიჩნევენ. „ქართული ოცნებაში“ ინიციატივას არამეგობრულს უწოდებენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
„ამ აქტს ყველაფერი შეიძლება დაარქვა, გარდა მეგობრულისა, მიუხედავად აბრევიატურის და გარკვეული რეპუტაციის შეძენის მცდელობისა, რომ პოზიტიური კონოტაცია შეიძინოს ამ ერთმნიშვნელოვნად არამეგობრულმა აქტმა”, -განაცხადა სარჯველაძემ.
ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი და არც ორიენტირებული საქართველოს ან აშშ-ის ინტერესების მხარდასაჭერად, აღნიშნა მინისტრმა.
„მე ვერ ვხედავ ამაში ვერც აშშ-ის და ვერც საქართველოს შემთხვევაში რეალური ინტერესის დაკმაყოფილების პოტენციალს. ერთადერთი, ვისთვისაც შეიძლება იგი სასარგებლო იყოს რაიმე ფორმით ან ქმნიდეს ასეთ შთაბეჭდილებას, ეს არის ქართული ოპოზიცია. ამ აქტს მეტი ფუნქცია არ აქვს”, -განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც გარკვეული ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟების შედეგად ყალიბდება ხოლმე არასწორი შეხედულებები გარკვეულ მოვლენებთან ან სტრუქტურებითან დაკავშირებით, რასაც, სარჯველაძის აზრით, შეუძლია სერიოზულად შეუშალოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.
„ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ, სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი ადამიანია მონდომებული, რაც შეიძლება მეტად დააზიანოს საქართველოს ინტერესი, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა. ეს იმისთვის კეთდება, რომ რომელიმე, ამ შემთხვევაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ვიწრო პარტიული ინტერესი იქნეს დაკმაყოფილებული”, -განაცხადა სარჯველაძემ.
მმართველ პარტიაში „კოლექტიურ „ნაციონალური მოძრაობას", „რადიკალური ოპოზიციას", ასევე „ლოკალურ ომის პარტიას" ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და მის თანამოაზრეებს უწოდებენ. ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას, რევოლუციის მოწყობას და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის ომში ჩათრევას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ისიც შეუერთდა იმ ადამიანთა რიგს, ვინც თვლის, რომ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ეს აქტი მაინც ვერ გახდება იურიდიული ძალის მქონე საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.
სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამ საეჭვო აქტის ხელშეწყობის ერთადერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება იყოს მხოლოდ კრიზისში მყოფი ქართული ოპოზიციის გადარჩენის მცდელობა.
რას ნიშნავს MEGOBARI Act-ი
MEGOBARI Act-ი ინგლისურიდან ითარგმნება როგორც კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაფართოების შესახებ, ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის დასამყარებლად.
MEGOBARI-ის კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და საქართველოსთვის შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმების შემოღებაზე, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე, სანქციების დაწესებით.
ანალოგიური კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ის სენატშიც იქნა წარდგენილი. დოკუმენტი ერთი მხრივ ითვალისწინებს როგორც სანქციებს ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისგან უკან დახევაში და ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან დაახლოებაზე, მეორე მხრივ კი, ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემთხვევაში, ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას.
„მეგობარი აქტის" ძალაში შესასვლელად აუცილებელია კანონი სენატმა დაამტკიცოს და ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწეროს. 2025 წლის 27 მარტს მას მხარი დაუჭირა სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა, ახლა კი ზედა პალატამ სრული შემადგენლობით უნდა უყაროს კენჭი.
ყველა ახალი ამბავი
0