https://sputnik-georgia.com/20250507/meriam-veteranebs-finansuri-daxmareba-gauwia-293219003.html
თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია
თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია
Sputnik საქართველო
თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას თბილისის მერია... 07.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-07T18:15+0400
2025-05-07T18:15+0400
2025-05-07T19:18+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომი
ახალი ამბები
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/09/287815169_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_d473f090a5195721b4c16862f38051a2.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანს დედაქალაქის მერიისგან ფინანსური დახმარება გაეწია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 ათას ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 1 ათას ლარს მიიღებენ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მერიამ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზით იხელმძღვანელა და თანხა ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხა. ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 57 ვეტერანი ცხოვრობს. 9 მაისთან დაკავშირებით, 2024 წელს თანხა 70 პირს ჩაერიცხა, მათგან 37 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო. უწყების ცნობით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის – დედაქალაქის მერია. წელს, ისევე, როგორც შარშან, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვეტერანთა ტრადიციული შეხვედრა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გაიმართება. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/09/287815169_82:0:1219:853_1920x0_80_0_0_a50edd917980341b417fff0bdb046848.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, მეორე მსოფლიო ომი, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, მეორე მსოფლიო ომი, ახალი ამბები
თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია
18:15 07.05.2025 (განახლებულია: 19:18 07.05.2025) თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას თბილისის მერია უზრუნველყოფს.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანს დედაქალაქის მერიისგან ფინანსური დახმარება გაეწია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 ათას ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 1 ათას ლარს მიიღებენ.
მერიის ცნობით, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 52 პირს ჩაერიცხა. კერძოდ, 2 ათასი ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 26-მა ვეტერანმა, ხოლო 1 ათასი ლარი ომში დაღუპულთა ოჯახის 26-მა წევრმა მიიღო (ქვრივი, შრომისუუნარო წევრი).
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მერიამ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზით იხელმძღვანელა და თანხა ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 57 ვეტერანი ცხოვრობს. 9 მაისთან დაკავშირებით, 2024 წელს თანხა 70 პირს ჩაერიცხა, მათგან 37 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო.
უწყების ცნობით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის – დედაქალაქის მერია.
წელს, ისევე, როგორც შარშან, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვეტერანთა ტრადიციული შეხვედრა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გაიმართება.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.