https://sputnik-georgia.com/20250507/irakli-gadelia-jariskacis-konvertis-laureati-gaxda-293237584.html
ქართველი მომღერალი სტავროპოლში ფესტივალის „ჯარისკაცის კონვერტი" ლაურეატი გახდა
ქართველი მომღერალი სტავროპოლში ფესტივალის „ჯარისკაცის კონვერტი" ლაურეატი გახდა
Sputnik საქართველო
ირაკლი გადელია სიმღერით „დაბრუნდი" ფესტივალი-კონკურსის მე-3 ხარისხის ლაურეატი გახდა. 07.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-07T17:46+0400
2025-05-07T17:46+0400
2025-05-07T17:46+0400
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
მეორე მსოფლიო ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/07/293214068_0:0:2558:1440_1920x0_80_0_0_60dbd10a2717a1673bae99f4c42f6568.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ქართველი შემსრულებელი ირაკლი გადელია XXXII სამხედრო-პატრიოტული სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსის „ჯარისკაცის კონვერტი" III ხარისხის ლაურეატი გახდა, რომელიც წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავს ეძღვნება, იუწყებიან კონკურსის ორგანიზატორები.სამი დღის განმავლობაში სტავროპოლის მხარე გახდა მიზიდულობის ცენტრი ნიჭიერი შემსრულებლებისთვის რუსეთის 15 რეგიონიდან და ხუთი უცხო ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, რომლებმაც მსმენელს აჩუქეს სიმღერები სამშობლოს სიყვარულზე, გამარჯვებაზე, ერთგულებასა და მეგობრობაზე.2025 წელს ფესტივალი-კონკურსის ჟიურიში შევიდნენ: ჟიურის თავმჯდომარე, რუსეთის სახალხო არტისტი ლევ ლეშჩენკო, „დიდი თეატრის“ (Большой театр) სოლისტი, პროფესორი ოლეგ კულკო, ბელარუსის სახალხო არტისტი ანატოლი იარმოლენკო, რუსეთის დამსახურებული არტისტი დენის მაიდანოვი, ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწე ალიშერ კარიმოვი, რუსეთის დამსახურებული არტისტი იუტა, ევრაზიის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე ანდრეი ბატურინი, ოლეგ გაზმანოვის ეროვნული პროექტ „როდნიკის" გენერალური პროდიუსერი ელენა ულიანოვა, მუსიკალური პროგრამების წამყვანი ეკატერინე შუგაევა, ტელეპროექტ Голос-ის პროდიუსერი მარინა ანდრუსენკო.ფესტივალის ნომინაცია „სოლისტების" გამარჯვებულები: III ხარისხის ლაურეატი - ირაკლი გადელია (საქართველო) სიმღერით „დაბრუნდი" და გრანტ მურადიანი (სომხეთი) - „ქედს ვუხრით იმ დიად წლებს".II ხარისხის ლაურეატი - ოლგა ბულაი (ბელარუსი) სიმღერით „სამუდამოდ მეხსიერებაში" და ანასტასია მედნაია (ორენბურგის ოლქი) - „დედა-სამშობლო".I ხარისხის ლაურეატი - ოლგა ტარაბაროვა (კურსკის ოლქი) სიმღერით „მეათე ბატალიონი".გრან-პრის მფლობელი გახდა ანზორ ნიკოლსკი იაროსლავის ოლქიდან სიმღერით Бухенвальдский набат.„ჯარისკაცის კონვერტი" რუსეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ნიჭიერ შემსრულებლებს აერთიანებს მთავარი თემის - სამშობლოს სიყვარულისა და ჩვენი დიადი გამარჯვების ირგვლივ. თქვენი სიმღერა მუსიკაზე მეტია. ეს არის ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურული მეხსიერება, სულის სიძლიერე, რომელიც შთააგონებს და აერთიანებს თაობებს. ხოლო „ჯარისკაცის კონვერტი" არის არამხოლოდ კონკურსი, არამედ ნამდვილი შემოქმედებითი ოჯახი", - განაცხადა კონკურსის თავმჯდომარემ ლევ ლეშჩენკომ.წელს კონკურსის ფართომასშტაბიანმა შესარჩევმა ეტაპმა 800-ზე მეტი განაცხადი შეკრიბა ნიჭიერი შემსრულებლებისგან რუსეთის რეგიონებიდან და უცხო ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან და ბელარუსიიდან.საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგად შეირჩა 13 სოლისტი და 13 ანსამბლი ყოფილი საბჭოთა კავშირის 5 ქვეყნიდან და რუსეთის ფედერაციის 15 რეგიონიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/07/293214068_0:0:2276:1707_1920x0_80_0_0_e3ddbacb1ffcc24181dd51372ca7b3d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, მეორე მსოფლიო ომი
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, მეორე მსოფლიო ომი
ქართველი მომღერალი სტავროპოლში ფესტივალის „ჯარისკაცის კონვერტი" ლაურეატი გახდა
ირაკლი გადელია სიმღერით „დაბრუნდი" ფესტივალი-კონკურსის მე-3 ხარისხის ლაურეატი გახდა.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ქართველი შემსრულებელი ირაკლი გადელია XXXII სამხედრო-პატრიოტული სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსის „ჯარისკაცის კონვერტი" III ხარისხის ლაურეატი გახდა, რომელიც წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავს ეძღვნება, იუწყებიან კონკურსის ორგანიზატორები.
სამი დღის განმავლობაში სტავროპოლის მხარე გახდა მიზიდულობის ცენტრი ნიჭიერი შემსრულებლებისთვის რუსეთის 15 რეგიონიდან და ხუთი უცხო ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, რომლებმაც მსმენელს აჩუქეს სიმღერები სამშობლოს სიყვარულზე, გამარჯვებაზე, ერთგულებასა და მეგობრობაზე.
2025 წელს ფესტივალი-კონკურსის ჟიურიში შევიდნენ: ჟიურის თავმჯდომარე, რუსეთის სახალხო არტისტი ლევ ლეშჩენკო, „დიდი თეატრის“ (Большой театр) სოლისტი, პროფესორი ოლეგ კულკო, ბელარუსის სახალხო არტისტი ანატოლი იარმოლენკო, რუსეთის დამსახურებული არტისტი დენის მაიდანოვი, ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწე ალიშერ კარიმოვი, რუსეთის დამსახურებული არტისტი იუტა, ევრაზიის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე ანდრეი ბატურინი, ოლეგ გაზმანოვის ეროვნული პროექტ „როდნიკის" გენერალური პროდიუსერი ელენა ულიანოვა, მუსიკალური პროგრამების წამყვანი ეკატერინე შუგაევა, ტელეპროექტ Голос-ის პროდიუსერი მარინა ანდრუსენკო.
ფესტივალის ნომინაცია „სოლისტების" გამარჯვებულები:
III ხარისხის ლაურეატი - ირაკლი გადელია (საქართველო) სიმღერით „დაბრუნდი" და გრანტ მურადიანი (სომხეთი) - „ქედს ვუხრით იმ დიად წლებს".
II ხარისხის ლაურეატი - ოლგა ბულაი (ბელარუსი) სიმღერით „სამუდამოდ მეხსიერებაში" და ანასტასია მედნაია (ორენბურგის ოლქი) - „დედა-სამშობლო".
I ხარისხის ლაურეატი - ოლგა ტარაბაროვა (კურსკის ოლქი) სიმღერით „მეათე ბატალიონი".
გრან-პრის მფლობელი გახდა ანზორ ნიკოლსკი იაროსლავის ოლქიდან სიმღერით Бухенвальдский набат.
„ჯარისკაცის კონვერტი" რუსეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ნიჭიერ შემსრულებლებს აერთიანებს მთავარი თემის - სამშობლოს სიყვარულისა და ჩვენი დიადი გამარჯვების ირგვლივ. თქვენი სიმღერა მუსიკაზე მეტია. ეს არის ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურული მეხსიერება, სულის სიძლიერე, რომელიც შთააგონებს და აერთიანებს თაობებს. ხოლო „ჯარისკაცის კონვერტი" არის არამხოლოდ კონკურსი, არამედ ნამდვილი შემოქმედებითი ოჯახი", - განაცხადა კონკურსის თავმჯდომარემ ლევ ლეშჩენკომ.
წელს კონკურსის ფართომასშტაბიანმა შესარჩევმა ეტაპმა 800-ზე მეტი განაცხადი შეკრიბა ნიჭიერი შემსრულებლებისგან რუსეთის რეგიონებიდან და უცხო ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან და ბელარუსიიდან.
საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგად შეირჩა 13 სოლისტი და 13 ანსამბლი ყოფილი საბჭოთა კავშირის 5 ქვეყნიდან და რუსეთის ფედერაციის 15 რეგიონიდან.