https://sputnik-georgia.com/20250506/vogue-da-gq-saqartvelos-shesaxeb-statiebs-aqvekneben-293196828.html
Vogue და GQ მკითხველს საქართველოში სამოგზაუროდ ეპატიჟებიან
Vogue და GQ მკითხველს საქართველოში სამოგზაუროდ ეპატიჟებიან
Sputnik საქართველო
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საფრანგეთთან ერთად დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც გაეცნობიან. 06.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-06T19:37+0400
2025-05-06T19:37+0400
2025-05-06T19:37+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250042393_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_94bf74f33ea89f245fd8a3c65daa32c4.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მსოფლიოში პოპულარული გამოცემები Vogue და GQ ონლაინ- პლატფორმებზე საქართველოს შესახებ სტატიებს ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედია-ჰოლდინგთან Conde Nast ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, პირველი სტატია Vogue-ის ონლაინ-გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სათაურით „საუკეთესო გზამკვლევი საქართველოს და ამ ქვეყნის საგანძურის აღმოსაჩენად ერთ კვირაში“, სადაც საქართველოს ბუნება, კულინარია, ღვინო და ტურისტული ადგილებია აღწერილი. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ასევე ყურადღებას იპყრობს საქართველოს უნიკალური გასტრონომია და ღვინის კულტურა. Vogue-სა და GQ-ს ფრანგული გამოცემები საფრანგეთის ბაზარს ფარავს, თუმცა სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საფრანგეთთან ერთად დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც გაეცნობიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250042393_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_613b81873e80660ccdc7644d10acf89e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
Vogue და GQ მკითხველს საქართველოში სამოგზაუროდ ეპატიჟებიან
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საფრანგეთთან ერთად დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც გაეცნობიან.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მსოფლიოში პოპულარული გამოცემები Vogue და GQ ონლაინ- პლატფორმებზე საქართველოს შესახებ სტატიებს ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედია-ჰოლდინგთან Conde Nast ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, პირველი სტატია Vogue-ის ონლაინ-გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სათაურით „საუკეთესო გზამკვლევი საქართველოს და ამ ქვეყნის საგანძურის აღმოსაჩენად ერთ კვირაში“, სადაც საქართველოს ბუნება, კულინარია, ღვინო და ტურისტული ადგილებია აღწერილი.
„თვალწარმტაცი პეიზაჟებით საქართველოს თავისი მემკვიდრეობით შეუძლია იამაყოს. საქართველოს ხეობები საუკუნოვანი ვენახებითა და მონასტრებითაა დაფარული. დათოვლილ მწვერვალებს შორის დაკლაკნილი გზები თითქოს ღრუბლებშია ჩამოკიდებული. ეს სრულიად საკმარისია ლამაზი ბუნებისა და ხელოვნების მოყვარულთა აღფრთოვანებისთვის“, - წერს Vogue-ის ჟურნალისტი და მკითხველს კახეთს, თბილისსა და ბათუმს აცნობს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ასევე ყურადღებას იპყრობს საქართველოს უნიკალური გასტრონომია და ღვინის კულტურა.
„ეს არის მდიდარი სამზარეულოსა და ღვინის ქვეყანა, რომელიც ღვინის სამყაროს აკვნად ითვლება 8 ათას წლოვანი ისტორიით. აქ თქვენ დააგემოვნებთ დაუვიწყარ ხინკალს, მწვადს ან გრილზე შემწვარ ქაბაბს, ასევე ლობიანს“, - წერს სტატიის ავტორი.
Vogue-სა და GQ-ს ფრანგული გამოცემები საფრანგეთის ბაზარს ფარავს, თუმცა სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საფრანგეთთან ერთად დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც გაეცნობიან.