https://sputnik-georgia.com/20250506/uaqcizo-sigarettan-brzola-aprilis-monacemebi-293196005.html
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა: აპრილის მონაცემები
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა: აპრილის მონაცემები
Sputnik საქართველო
უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 300 ათას ლარს აღემატება. 06.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-06T13:47+0400
2025-05-06T13:47+0400
2025-05-06T13:47+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249187344_0:13:2049:1165_1920x0_80_0_0_b092d440d8aed830451788cff0bb8a0c.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აპრილში ქვეყნის მასშტაბით მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 21 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 30 პირი - მათგან დაკავებულია შვიდი პირი. დანაშაულში მხილებული პირებისგან მთლიანობაში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 59.444 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 300 ათას ლარს აღემატება. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249187344_238:0:1809:1178_1920x0_80_0_0_fcb63df73eb573fd18da6325c4d278b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა: აპრილის მონაცემები
უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 300 ათას ლარს აღემატება.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აპრილში ქვეყნის მასშტაბით მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 21 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 30 პირი - მათგან დაკავებულია შვიდი პირი.
დანაშაულში მხილებული პირებისგან მთლიანობაში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 59.444 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 300 ათას ლარს აღემატება.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.