https://sputnik-georgia.com/20250506/tikis-doqebi-gaikida-293195365.html
„რიყის დოქებს” ახალი მფლობელი ჰყავს
„რიყის დოქებს” ახალი მფლობელი ჰყავს
Sputnik საქართველო
ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია. 06.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-06T11:00+0400
2025-05-06T11:00+0400
2025-05-06T11:00+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262674491_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_157563d4cf95393ecf81abe6838c43a0.jpg
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რიყის პარკში მდებარე „რიყის დოქები“ 20 მლნ ლარად გაყიდა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG. აღნიშნული ობიექტის ახალი მფლობელი გახდა 2025 წლის მარტში დარეგისტრირებული კომპანია Rike Dom.საინვესტიციო პირობების თანახმად, ობიექტის ტერიტორიაზე უნდა გახსნილიყო ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები.გაყიდვის მცდელობებისახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „დოქების" გაყიდვა რამდენჯერმე სცადა. ხიდაშელი ქონების მფლობელი მხოლოდ მეშვიდე აუქციონის შემდეგ გახდა, მან ობიექტი 10 მლნ ლარად შეიძინა, მაშინ როცა 2020 წლის 5 თებერვალს გამართულ პირველ აუქციონზე „დოქები“ 95 მლნ ლარად იყო შეფასებული.ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია.თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში. თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262674491_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_3dd19b5cacdb3bcaba612b7452c5be20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
„რიყის დოქებს” ახალი მფლობელი ჰყავს
ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რიყის პარკში მდებარე „რიყის დოქები“ 20 მლნ ლარად გაყიდა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
აღნიშნული ობიექტის ახალი მფლობელი გახდა 2025 წლის მარტში დარეგისტრირებული კომპანია Rike Dom.
ხიდაშელმა „დოქები“ 2022 წლის მარტში 10,02 მლნ ლარად შეიძინა. პრივატიზაციის ხელშეკრულების პირობების თანახმად, ხიდაშელს სამი წლის განმავლობაში ობიექტში მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ვადა 2025 წლის 12 მაისს ამოიწურა.
საინვესტიციო პირობების თანახმად, ობიექტის ტერიტორიაზე უნდა გახსნილიყო ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „დოქების" გაყიდვა რამდენჯერმე სცადა. ხიდაშელი ქონების მფლობელი მხოლოდ მეშვიდე აუქციონის შემდეგ გახდა, მან ობიექტი 10 მლნ ლარად შეიძინა, მაშინ როცა 2020 წლის 5 თებერვალს გამართულ პირველ აუქციონზე „დოქები“ 95 მლნ ლარად იყო შეფასებული.
ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია.
კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ გიგანტურ ნაგებობას წარმოადგენს, რომელშიც უნდა განთავსებულიყო მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი. ფორმის გამო თბილისელები შენობას „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ.
თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში.
თუმცა ბევრი საზოგადო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ფუტურისტული შენობა მეტისმეტად დიდი და უხეშია და არანაირად არ ჯდება ძველი ქალაქის პანორამაში.