გაზსადენზე ავარია მოხდა: 5 ათასზე მეტ აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2025
გამოწერა
კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში 5,5 ათასამდე აბონენტს გაზმომარაგება 6 მაისის 01:10 საათზე, ავარიულად შეუწყდა, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ვლადიმერ ჯიქიას (ახლანდელი ანნა პოლიტკოვსკაიას) ქუჩაზე არსებულ გაზსადენზე მომხდარი ავარიაა.
„გაზმომარაგების აღდგენა 10:00 სთ-ზე დაიწყო და 20:00 სთ-მდე დასრულდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე ბუნებრივი აირი არ მიეწოდება ანნა პოლიტკოვსკაიას, ასევე ალექსანდრე იოსელიანის, ნაფეტვრების, ძოწის ქუჩაზე (ლისის მიმდებარედ) მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს.
„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.
ყველა ახალი ამბავი
0