https://sputnik-georgia.com/20250506/susis-angarishi-xelovnuri-inteleqtis-saprtxeebze-293207519.html
ხელოვნური ინტელექტი, როგორც საფრთხე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის: რა წერია სუს-ის ანგარიშში
ხელოვნური ინტელექტი, როგორც საფრთხე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის: რა წერია სუს-ის ანგარიშში
Sputnik საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელოვნური ინტელექტი იმ საფრთხეების სიაში შეიყვანა, რომლებიც სახელმწიფოსთვის ახალ გამოწვევებს ქმნიან. 06.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-06T21:00+0400
2025-05-06T21:00+0400
2025-05-06T21:00+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პირველად მოახდინა ხელოვნური ინტელექტის, როგორც ჰიბრიდული საფრთხეების ინსტრუმენტად კლასიფიცირება.ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გახდეს ძლიერი ინსტრუმენტი, რომელსაც ქვეყანაზე დესტრუქციული გავლენა ექნება. სუს-ის მოსაზრებით, ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით ეფექტური შეიძლება იყოს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების, ასევე ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების პროვოცირების, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ცრუ მოლოდინების კულტივირების კუთხით.სუს-ის ცნობით, საქართველოში იგეგმებოდა ყალბი ჩანაწერების თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციად გამოყენება, რომლის მიზანიც იყო უწყების დისკრედიტაცია და ხელისუფლების შტოებს შორის ხელოვნური კონფლიქტის შექმნა.ამასთან, სუს-ი აღნიშნავს, რომ ცალკეული ქვეყნების მიერ ხელოვნური ინტელექტის პროგრამების ე.წ. სწავლების პროცესში შესაძლებელია საქართველოს შესახებ გაყალბებულ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის დანერგვა, რაც, ამ თემის შესწავლის შემთხვევაში, მომხმარებლებს შორის ქვეყნის შესახებ დამახინჯებულ წარმოდგენას შექმნის.უწყებაში ხელოვნურ ინტელექტს ასევე განიხილავენ როგორც საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევების განსახორციელებლად უცხო ქვეყნების დაზვერვის სამსახურების ხელში პერსპექტიულ ინსტრუმენტს, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის სამთავრობო ინსტიტუტების დაცვისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, ახალი ამბები
ხელოვნური ინტელექტი, როგორც საფრთხე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის: რა წერია სუს-ის ანგარიშში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელოვნური ინტელექტი იმ საფრთხეების სიაში შეიყვანა, რომლებიც სახელმწიფოსთვის ახალ გამოწვევებს ქმნიან.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პირველად მოახდინა ხელოვნური ინტელექტის, როგორც ჰიბრიდული საფრთხეების ინსტრუმენტად კლასიფიცირება.
„საანგარიშო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროგრესმა და სახელმწიფოებს შორის კონკურენციამ ნათლად აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტი არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევა, არამედ გახდა ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც სხვადასხვა წამყვანი ქვეყნები და რეგიონული გაერთიანებები ცდილობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური უპირატესობების, ასევე სხვა ქვეყნებზე გავლენის მოპოვებას“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გახდეს ძლიერი ინსტრუმენტი, რომელსაც ქვეყანაზე დესტრუქციული გავლენა ექნება. სუს-ის მოსაზრებით, ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით ეფექტური შეიძლება იყოს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების, ასევე ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების პროვოცირების, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ცრუ მოლოდინების კულტივირების კუთხით.
სუს-ის ცნობით, საქართველოში იგეგმებოდა ყალბი ჩანაწერების თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციად გამოყენება, რომლის მიზანიც იყო უწყების დისკრედიტაცია და ხელისუფლების შტოებს შორის ხელოვნური კონფლიქტის შექმნა.
„პროვოკაციის მთავარი მიზანი იყო საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და წაქეზება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რაც საბოლოოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იქნებოდა გამოყენებული“, - ხაზგასმულია დოკუმენტში.
ამასთან, სუს-ი აღნიშნავს, რომ ცალკეული ქვეყნების მიერ ხელოვნური ინტელექტის პროგრამების ე.წ. სწავლების პროცესში შესაძლებელია საქართველოს შესახებ გაყალბებულ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის დანერგვა, რაც, ამ თემის შესწავლის შემთხვევაში, მომხმარებლებს შორის ქვეყნის შესახებ დამახინჯებულ წარმოდგენას შექმნის.
უწყებაში ხელოვნურ ინტელექტს ასევე განიხილავენ როგორც საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევების განსახორციელებლად უცხო ქვეყნების დაზვერვის სამსახურების ხელში პერსპექტიულ ინსტრუმენტს, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის სამთავრობო ინსტიტუტების დაცვისთვის.