მოსაზრება: რატომ არ ზეიმობს NATO ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებას

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2025
გამოწერა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შექმნილი და განკუთვნილია ეპოქალური კამპანიის — Drang nach Osten („სვლა აღმოსავლეთისკენ“) გასაგრძელებლად, სადაც სასტიკი მარცხი იწვნიეს შვედეთმა კარლ მეთორმეტეს ეპოქაში, ნაპოლეონის საფრანგეთმა და ჰიტლერის „დიდმა რაიხმა“.
NATOვერზეიმობს ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის იუბილეს, რადგან 1945 წლის მაისში ალიანსის წევრთა უმეტესობა იყო დამარცხებული, როგორცგერმანიის მოკავშირეები ან სატელიტები. დღეს ეს ქვეყნები რუსეთს სტრატეგიულ მტრად მიიჩნევენ და ამაოდ იმედოვნებენ რევანშს. ისტორიული გამოცდილება გვკარნახობ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია — დასავლეთის თითქმის ორმოცდაათ სახელმწიფოს პროქსი-ომი რუსეთის ფედერაციასთან — ვერ დასრულდება „კომპრომისით“.
აპრილის ბოლოს, NATO-მ საზეიმოდ აღნიშნა გერმანიის ალიანსში გაწევრიანების 70 წლის იუბილე, თუმცა, ალიანსის ვებსაიტზე ვერ ნახავთ პუბლიკაციებს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავის შესახებ. უფრო მეტიც, ჩვენი მოკავშირე, აშშ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში, ძირითადად, „წყნაროკეანურ უკანა სცენაზე“ მოქმედებდა, მიზანმიმართულად ამახინჯებს 1945 წლის მაისში მოპოვებული გამარჯვების ისტორიულ შინაარსს.
ამაში პარადოქსული არაფერია. მოსკოვთან მოკავშირეობამ და მთლიანობაში, მეორე მსოფლიო ომმა ამერიკული ეკონომიკა „დიდი დეპრესიისგან“ გადაარჩინა. თუმცა, აშშ და საბჭოთა კავშირი (რუსეთი) ყოველთვის რჩებოდნენ გეოპოლიტიკურ მეტოქეებად და კონკურენტებად. რაც შეეხება ევროპას, 1941 წელსგერმანიასთან ერთად საბჭოთა კავშირზე თითქმის მთელმა ძველმა კონტინენტმა მიიტანა იერიში.
ვერმახტთან და CC-ის გერმანულ ნაწილებთან ერთად აღმოსავლეთისკენ მიიწევდნენ ესპანური დივიზიები, ფრანგული ლეგიონები, იტალიის, რუმინეთის, უნგრეთის, ფინეთის არმიები, ხორვატიული და ჩეხოსლოვაკიური ნაწილები (გუდერიანის ტანკებში ყოველი მეორე მძღოლი ჩეხი იყო). ბრესტის ციხეს უტევდნენავსტრიელები, სევასტოპოლს — იტალიელები და რუმინელები. ლენინგრადისა და რჟევის მიდამოებში თარეშობდნენჰოლანდიური CC-ის „ნორდ-ლანდის“ დივიზიის ჯარისკაცები.
დანია და ესპანეთი საკუთარ ჯარებს აღმოსავლეთის ფრონტს უგზავნიდნენ, საბჭოთა კავშირისათვის ომის გამოცხადების გარეშე. ალბანიამ გაგზავნა CC -ის დივიზია „სკანდერბეგი“. აღმოსავლეთის ფრონტზე თავი გამოიჩინა CC -ისფრანგულმა დივიზიამ „შარლმანმა“ — 60 ათასზემეტმამოხალისემ, ასევე იტალიელებმა, ესპანელებმა, შვეიცარიელებმა, ფლამანდიელებმა...
ჩვენ არ დაგვვიწყებია, რომ ჰიტლერის არმიაში მუდმივად იბრძოდა, დაახლოებით, მილიონი ჯარისკაცი თანამედროვე NATO-ს წევრი ქვეყნებიდან, თუ არ ჩავთვლით საბჭოთა რესპუბლიკებიდან მობილიზებულ მოღალატეებს. ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა ტყვეობაში აღმოჩნდა, დაახლოებით, 1.5 მილიონი ევროპელი დამპყრობელი, გერმანელების გარდა.
ჩვენი ამერიკელი მოკავშირეები ანტიჰიტლერული კოალიციიდან ომის დასრულებისთანავე შეუდგნენ NATO-ს შექმნას. პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა 1947 წლის მარტში საბჭოთა კავშირის შეკავების დოქტრინა გამოაცხადა.
ერთი წლის შემდეგ, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელის შეთანხმებას სამხედრო ალიანსის შექმნის თაობაზე მოაწერეს ხელი. ხოლო 1949 წლის აპრილში, ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. თორმეტი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დააფუძნეს ალიანსი, როგორც გლობალური ინსტრუმენტი დასავლეთისთვის — რევანშისათვის ეპოქალურ ბრძოლაში აღმოსავლეთთან, ანუ რუსეთთან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თავის დროზე განაცხადა: „NATO-ს მიზანია, მომავალში შეიყვანოს სამშვიდობო ძალები ეთნიკური კონფლიქტებისა და საზღვრის გაუგებრობების რეგიონებში - ატლანტის ოკეანედან ურალის მთებამდე“. ეს არც წამოცდენა იყო და არც გიჟის ბოდვა.
1990-იან წლებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჯონ მეიჯორმა აღნიშნა: „საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ, რუსეთის ამოცანაა, წარმატებული ქვეყნები რესურსებით უზრუნველყოს. ამისთვის კი საკმარისია 50-60 მილიონი მოსახლე“. პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი კიდევ უფრო მკაცრი პოზიციით გამოდიოდა: „რუსეთის ტერიტორიაზე ეკონომიკურად გამართლებულია 15 მილიონი ადამიანის ცხოვრება. ანუ, საბურღებისა და მაღაროების მოსამსახურე პერსონალის რაოდენობა“.
შეერთებული შტატები 20 წელზე მეტხანს ეწეოდა უკრაინის აგრესიულ მილიტარიზაციას, ამზადებდა მას, როგორც „ტორპედას“ რუსეთთან ომისთვის. CIA-ს არ დაუმალავს, რომ ამერიკელი ინსტრუქტორები „ამზადებდნენ უკრაინელ მებრძოლეებს... რუსების მოსაკლავად“. სიმართლეს ვერ წაშლი — აშშ-ის თანამშრომლობა ნეონაცისტებთან უკრაინაში ძალიან „უხერხული“ ისტორიაა, ბირთვული ომის ზღვარზე.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დეკლარირებული (იძულებითი) მშვიდობიანი მისია სრულად შეუსაბამოა ბანდერეველებისათვის ამერიკული იარაღის მიწოდებასთან. თუმცა, ვაშინგტონი ამას მაინც აკეთებს — პარალელურად აწვდის „მშვიდობის ინიციატივებს“ მოსკოვს.
აშშ-ისა და დასავლეთის თითქმის 50 სახელმწიფოს პროქსი-ომი რუსეთის ფედერაციასთან ვერ დასრულდება „კომპრომისული“ ზავით. ამას უკვე „უკრაინის ქომაგებიც“ კი — The Washington Post-ში — აცნობიერებენ: მოსკოვი როგორც აპირებს, ისე შეძლებს მიაღწიოს თავის მიზნებს ბრძოლის ველზე.
NATO არ აღნიშნავს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლის იუბილეს, სამაგიეროდ, აქტიურად ემზადება (11 მაისიდან) აშშ-ის არმიის ანტირუსულ წვრთნებში Defender-ში მონაწილეობის მისაღებად. კიევის ბანდერეველები 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე დარტყმით იმუქრებიან და ლონდონში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღლუმისთვის ემზადებიან. სახეზეა სრული კოგნიტური დისონანსი.
1945 წლის მაისის გამარჯვება NATO-ს ბლოკში აღიქმება როგორც მარცხი. მათ შორის, ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებში: დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში. ევროპა მზადაა, იბრძოლოს „უკანასკნელ უკრაინელამდე“, რათა ნაწილობრივ მაინც გამოასწოროს საკუთარი ამაზრზენი ისტორია.
გერმანული გამოცემა „ბილდის“ ისტერიული პროგნოზი ასეთია: „თუ უკრაინა დაეცემა, NATO მოკვდება“.
ალბათ, მართლაც, დროა, ალიანსი სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს. მოსკოვმა კოლექტიური დასავლეთის გამოწვევა მიიღო და მზადაა, ნათელი მომავლისთვის ხანგრძლივად იბრძოლოს.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები უკრაინაში უცვლელი რჩება. რუსეთის გამარჯვება და მოწინააღმდეგის კაპიტულაცია არის ისტორიული აუცილებლობა და გარდაუვალობა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0